logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნათია თურნავა: მომხმარებელს შეეძლება, არჩევანი გააკეთოს , თუ ვისგან, რა ფასად და რა პირობით შეიძინოს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი
ნათია თურნავა: მომხმარებელს შეეძლება, არჩევანი გააკეთოს , თუ ვისგან, რა ფასად და რა პირობით შეიძინოს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი
13:44 01.02.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ ოფიციალურად გახსნა სემინარი პარლამენტის წევრებისთვის , რომლის დროსაც განხილული იყო საკანონმდებლო პაკეტი ენერგოეფექტურობისა და ენერგეტიკის შესახებ.

სემინარი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, EU4Energy Governance პროექტისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ორგანიზებით ლიკანში ჩატარდა.

სემინარის მონაწილეებს ასევე შეხვდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორი იანეს კოპაჩი.

სემინარის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ენერგეტიკის სექტორში საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, რომელიც მომზადდა საქართველოს ენერგეტიკულ კანონმდებლობაში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთებით აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციიდან გამომდინარე. მათ შორისაა, კანონპროექტი ენერგეტიკის შესახებ, აგრეთვე კანონპროექტები ენერგოეფექტურობის, შენობების ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ.

მისასალმებელ სიტყვაში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება ანიჭებს ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს. ნათია თურნავას თქმით, მათი მეშვეობით შესაძლებელი გახდება საქართველოს ენერგოსექტორში ევროპული სტანდარტების დამკვიდრება, რაც, პირველ რიგში, ადგილობრივ ენერგობაზარს კიდევ უფრო ლიბერალურსა და კონკურენტუნარიანს გახდის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტი უკვე მოწონებულია მთავრობის მიერ და განსახილველად პარლამენტს უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩარჩო კანონპროექტზე ენერგეტიკის შესახებ, რომლითაც ენერგეტიკული რესურსების მომხმარებელს შეეძლება, არჩევანი გააკეთოს კონკურენტულ მიმწოდებლებს შორის, თუ ვისგან რა ფასად და რა პირობით შეიძინოს ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.

„ეს საქმიანობა იქნება კონკურენტული და სრულიად დერეგულირებული. ამავდროულად, საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ელექტროგადამცემ დაგაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან, იქნება ძალიან მკაცრად რეგულირებული დამოუკიდებელი მარეგულირებლის მიერ, რადგან ისინი იქნება ბუნებრივიმონოპოლიები და მომხმარებელთა უფლებები ამ შემთხვევაშიც უნდა იყოს დაცული“ -განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელსაც პარლამენტარები სემინარზე განიხილავენ, ენერგოეფექტურობის პოლიტიკასა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს შეეხება. ნათია თურნავას განცხადებით, სწრაფად იზრდება როგორც ქვეყნის ეკონომიკა, ასევე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მოხმარება.

„ჩვენ არამხოლოდ უნდა ვაშენოთ ახალი სადგურები, არამედ ვმართოთ ჩვენი მოხმარება, გავხადოთ ის უფრო ყაირათიანი, რაციონალური და ევროპის უმდიდრესი გამოცდილება ამ თვალსაზრისით სასწრაფოდ არის დასანერგი“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სემინარი პარლამენტარებისთვის 2 თებერვალს დასრულება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა