საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, კახა კახიშვილი გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ლუიზა ვინტონს შეხვდა
.
შეხვედრაზე მხარეებმა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელებაზე, MAPS-ის მისიასა და დონორების კოორდინაციის შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრაზე, კახა კახიშვილმასაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვის პროცესში გაწეული დახმარებისთვის ლუიზა ვინტონს მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა, რომ მთავრობის ადმინისტრაცია მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტებში ასახვის მიმართულებით აქტიურად მუშაობს და ამ კუთხით, მნიშვნელოვანი იქნება MAPS-ის მისიის ვიზიტი საქართველოში.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა დონორთა საკოორდინაციო მექანიზმის რეფორმასა და მის დაკავშირებაზე მდგრადი განვითარების მიზნებთან.
მხარეებმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმები განიხილეს და მზადყოფნა გამოთქვეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

















