logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: 2019 წელს საქართველოს ექნება მრავალრიცხოვანი ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება სავაჭრო რეჟიმების განვითარებას მთელ რიგ ქვეყნებთან
გიორგი ქობულია: 2019 წელს საქართველოს ექნება მრავალრიცხოვანი ინიციატივები, რომლებიც უკავშირდება სავაჭრო რეჟიმების განვითარებას მთელ რიგ ქვეყნებთან
14:30 29.01.2019
როგორც გიორგი ქობულიამ ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სავაჭრო რეჟიმების განვითარების მიზნით საქართველო თურქეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, ისრაელთან, ინდოეთთან, იაპონიასთან და ყურის ქვეყნებთან სავაჭრო რეჟიმების ლიბერალიზაციას და ამ კუთხით შეთანხმებებზე აქტიური მოლაპარაკებების წარმართვას გეგმავს. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმებები ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრირებას მსოფლიო ბაზარზე და ინვესტორთა მაღალი ნდობის მოპოვებას.

თავის გამოსვლაში, გიორგი ქობულიამ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე. „ვგეგმავთ მთელ რიგ აქტივობებს, რომელიც უკავშირდება ჩვენი პროდუქტების სტანდარტიზაციის და ხარისხის სისტემების გაუმჯობესებას, მათ შორის ევროკავშირის ფიტოსანიტარულ სტანდარტებთან დაახლოებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირის ბაზრების გახსნას ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა. გიორგი ქობულიას შეფასებით, საერთაშორისო სტანდარტებთან ხარისხის სისტემების დაახლოება მნიშვნელოვანია არა მარტო საექსპორტო პოტენციალის განვითრებისთვის, არამედ პირველ რიგში იმისათვის, მოსახელობამ მიიღოს ხარისხიანი პროდუქტი. მინისტრმა ასევე ისაუბრა ფოსტის და სატელეკომუნიკაციო სფეროში ევროდირექტივების დანერგვის მნიშვნელობაზე, რაც ხარისხის ინფრასტრუქტურის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას და ეფექტური მომსახურების შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას.

ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019“- ის ეგიდით კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ ტექნოპარკში იმართება. ღონისძიება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა. კონფერენციაზე საპატიო სტუმრად მოწვეულია ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი. კონფერენციის მიზანია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი, ახალი გამოწვევებისა და მომავალი განვითარების პერსპექტივის გლობალურ კონტექსტში განხილვა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა