logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულიამ საერთაშორისო კონფერენციზე გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებზე მოხსენება გააკეთა
გიორგი ქობულიამ საერთაშორისო კონფერენციზე გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებზე მოხსენება გააკეთა
12:23 29.01.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ და გლობალური ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებზე მოხსენება გააკეთა. კონფერენცია თბილისის ტექნოპარკში ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019“ ეგიდითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარეობს. კონფერენცია 29 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად გახსნა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ აუდიტორიას წარუდგინა საქართველოს ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის ძირითადი მიზნები და გამოწვევები. მათ შორის, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამუშაო ადგილების შექმნაზე, ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობაზე, სიღარიბის დაძლევაზე, ასევე ვაჭრობადი საექსპორტო პოტენციალის განვითარებასა და ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დამყარებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობაზე.

გიორგი ქობულიამ საქართველოსთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობად გამოყო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების არსებობა, რომელიც ქვეყანას აქვს მსოფლიოს ისე დიდ ბაზრებთან, როგორიცაა ევროკავშირი, ჩინეთი, დსთ და სხვ. ამასთან, მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებათა გაფორმების მიმართულებით ისეთ სტრატეგიულ სავაჭრო პარტნიორებთან, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, ისრაელი, ინდოეთი, ყურის ქვეყნები, იაპონია და აშშ.

მინისტრის პრეზენტაციის დიდი ნაწილი დაეთმო სატრანსპორტო - ლოგისტიკური სისტემების განვითარებას, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების საერთაშორისო აღიარებას. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან რეფორმებზე საზღვაო პოტენციალის ათვისების, სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებისა და ადგილობრივი სამოქალაქო ავიაციაში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების მიმართულებით.

30 იანვარს კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019“ გაგრძელდება“.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა