logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წინ წავიწიოთ საკრედიტო რეტინგებში
ივანე მაჭავარიანი: ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წინ წავიწიოთ საკრედიტო რეტინგებში
12:17 29.01.2019
ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ 5-7 წელიწადში წინ წავიწიოთ საკრედიტო რეტინგებში, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყანამ წამყვანი პოზიციები დაიკავოს საინვესტიციო რეიტინგებში, რისთვისაც საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტერიუმის გაუმჯობესება.

„ერთ-ერთი ეს არის ეკონომიკის ზომა ერთ სულ მოსახლეზე. აქ ხუთ წელიწადში ისეთ გარღვევას ვერ მოვახდენთ, რომ პირდაპირ საინვესტიციო რეიტინგში მოვხვდეთ, თუმცა ყოველწლიურად გვაქვს მდგრადი ზრდა და ვგეგმავთ 5500-6000 დოლარის ფარგლებში ავიდეთ მშპ-სთან მიმართებაში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალის მიმართულებით. ეს უკვე მოგვცემს შესაძლებლობას, მივუახლოვდეთ საინვესტიციო რეიტინგს. გარდა ამისა, არის სხვა კომპონენტები, რომელიც გავლენას ახდენს საკრედიტო რეიტინგებზე და აქ გაცილებით დიდი პოტენციალი გვაქვს, მათ შორისაა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც წლიდან წლამდე მცირდება და ახლა რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა. პირველად ჩვენს ისტორიაში, 2018 წლის მესამე კვარტალში ჩვენ გვქონდა დადებითი მიმდინარე ბალანსი. მნიშვნელოვანია ჩვენ გავაგრძელოთ დანაზოგების ზრდა და ფისკალური დისციპლინა, რომლის ძალიან დადებითი ტენდენცია გვაქვს.

აუცილებელია გავაგრძელოთ ეს პოლიტიკა მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის იოლი, ჩვენ არ შევწირავთ პოლიტიკურ კონიუქტურას და პოპულიზმს იმ მდგრადობას, რასაც მივაღწიეთ იმიტომ, რომ ეს პოლიტიკა გამოიწვევს მნიშვნელოვან ძვრებს, რაც ჩვენ გვჭირდება ეკონომიკაში. კიდევ ერთი ფაქტორი, რაც მოქმედებს რეიტინგებზე, ესაა ინსტიტუტების სიმყარე და ეფექტურობა. აქაც ჩვენ გვაქვს კარგი შედეგები და ყველა შესაძლებლობა, აქტიურად გავაგრძელოთ რეფორმები. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩვენი მიზანია, ყველა მნიშვნელოვან რეიტინგიში საქართველო შევიდეს ტოპ ხუთეულში. კიდევ ერთი ფაქტორი არის პოლიტიკური სტაბლურობა და ამ კუთხითაც ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა