logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკონომიკურ კონფერენციას „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ დღეს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის
ეკონომიკურ კონფერენციას „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ დღეს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის
09:08 29.01.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს ოფიციალურად გახსნის ეკონომიკურ კონფერენციას „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“, რომელიც ტექნოპარკში 29 – 30 იანვარს გაიმართება. კონფერენციაზე საპატიო სტუმრად მოწვეულია ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი.

კონფერენცია ჩატარდება ბრიტანული ჟურნალის - THE ECONOMIST წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019“-ის ეგიდით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი, ახალი გამოწვევებისა და მომავალი განვითარების პერსპექტივის გლობალურ კონტექსტში განხილვა სამუშაო გარემოში. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მთავრობისმიერ მიღწეული შედეგებისა და მომავალში განსახორციელებელი რეფორმების საჯარო განხილვები.

29 იანვარს კონფერენციაზე სამი პანელი გაიმართება. მათ შორის, პირველი პანელი დაეთმობა გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივების განხილვას.

კონფერენციის მონაწილეების წინაშე მოხსენებებს გააკეთებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი. მოხსენებების შემდეგ სპიკერები დარბაზის შეკითხვებს გასცემენ პასუხს.
მეორე პანელი ფინანსურ სექტორში ინოვაციურ რეფორმებს დაეთმობა. აუდიტორიის წინაშე საფინანსო სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ისაუბრებენ. მათ გარდა, მოხსენებას გააკეთებს მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი.

მესამე პანელზე ყურადღება დაგროვებით საპენსიო რეფორმასა და კაპიტალის ბაზრის განვითარებას დაეთმობა. აუდიტორიის წინაშე მოხსენებებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საპენსიო ფონდის დირექტორი ლევან სურგულაძე და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო გააკეთებენ.
კონფერენციის პირველ დღეს დაგეგმილია საქართველოს პრემიერ–მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინტერვიუ The Economist-ის წლიური ჟურნალის „მსოფლიო 2019“ ქართული გამოცემისთვის.

30 იანვარს კონფერენციის დღის წესრიგი ხუთ პანელს მოიცავს. მათ შორისაა პანელი „საქართველოს რეგიონული განვითარების ახალი ხედვა. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები - ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის“. პანელის სპიკერები იქნებიან ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იეშიმ ელჰან - კაიალარი.

მომდევნო პანელზე ყურადღება გამახვილდება საქართველოზე, როგორც აგრარულ ქვეყანაზე, მის მიღწევებსა და გამოწვევებზე. პანელის მთავარი მომხსენებლები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ასოციაცია „ქართული ღვინის“ თავმჯდომარე თინა კეზელი და ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე.
მომდევნო პანელები მიეძღვნება ისეთ მნიშვნელოვან და სტრატეგიულ საკითხებს, როგორიცაა მწვანე ეკონომიკა. მეწარმეობისა და ინოვაციების როლი ეკონომიკურ ზრდაში, აგრეთვე ქვეყნის ტურისტული პოტენციალი - ახალი ბაზრებისა და ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია.

ეკონომიკურ კონფერენციას „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ დაახლოებით 200 დელეგატი დაესწრება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა