logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველო „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ დაწინაურდა
საქართველო „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ დაწინაურდა
12:07 25.01.2019
2019 წლის კვლევის მიხედვით, Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველომ წინა წელთან შედარებით რეგიონში პოზიცია 1 ადგილით გაიუმჯობესა - ამ შედეგით საქართველო ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის მე-8 პოზიციაზეა, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის კი 75.9 ქულით მე-16 პოზიციაზე „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით.

საქართველოს საერთო ქულა აღემატება როგორც რეგიონის (68.6 ქულა), ისე მსოფლიოს საშუალო ქულას (60.8 ქულა).
2019 წლის რეიტინგი შეფასებას აკეთებს შემდეგი 4 მიმართულებით: კანონის უზენაესობა, მთავრობის მოცულობა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზარი. აღნიშნული მიმართულებები, თავის მხრივ, მოიცავს სხვადასხვა კომპონენტებს.

ეკონიმიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სარეიტინგო ქულა 12 კომპონენტიდან გაუმჯობესებულია 5 კომპონენტში: საკუთრების უფლება (65,9 ქულა), მთავრობის დანახარჯები (73,6 ქულა), საგადასახადო ტვირთი (87,1 ქულა), ფისკალური მდგრადობა (93,9 ქულა) და ფინანსური თავისუფლება (70 ქულა).
საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ლუქსემბურგი, შვედეთი, ფინეთი, ლიეტუვა, ჩეხეთი, გერმანია, ნორვეგია, ისრაელი, ყატარი, კორეა, იაპონია, ლატვია, ბულგარეთი, პოლონეთი, სომხეთი, სლოვენია, აზერბაიჯანი, უნგრეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, საფრანგეთი, იტალია, მოლდოვა, რუსეთი, ბელორუსია, უკრაინა და სხვა.

Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2019 წლის კვლევის შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები: განახორციელა არაერთი რეფორმა ქვეყანაში წვრილმანი კორუფციის აღმოფხვრის მიზნით, შემცირდა და გამარტივდა რეგულაციები, ქვეყანა გადავიდა ღია ბაზრის პოლიტიკაზე, განვითარდა სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. რეგულაციების, საგადასახადო ტვირთის და კორუფციის შემდგომი შემცირება ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში და სტიმულს მისცემს მდგრად ეკონომიკურ ზრდას. ანგარიში პოზიტიურ შეფასებას უკეთებს ქვეყნის მონეტარულ სტაბილურობასა და ფისკალურ სიჯანსაღეს, ისევე, როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგრადობას.

რეიტინგში ხაზგასმულია, რომ საქართველოში საკუთრების უფლება აღიარებული და ხელშეუხებელია, სახელმწიფომ გაამარტივა ქონების რეგისტრაციის პროცედურები, ქვეყნის კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებულია დამოუკიდებელი სასამართლო. რეიტინგის თანხმად, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია წვრილმან კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ანგარიშში, ასევე პოზიტიურად ფასდება ქვეყანაში მთავრობის ზომის შემცირება, საგადასახადო ტვირთი და ფისკალური თავისუფლება . რეიტინგი პოზიტიურად აფასებს საქართველოში რეგულაციების ეფექტიანობას, კერძოდ, ანგარიშის თანხმად ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ლიბერალური ბიზნეს გარემოა, რომელიც დაფუძნებულია ეკონომიკური საქმიანობის თავისუფალ არჩევანზე. ბიზნესის დასაწყებად მინიმალური დრო და პროცედურაა საჭირო. ასევე, სამუშაო ძალის დაქირავება ბიზნესისთვის მძიმე ტვირთს არ წარმოადგენს, თუმცა, ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება შრომის ბაზრის დინამიურობა. სახელმწიფო ზრდის სუბსიდიებს ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის, ასევე, სატრანსპორტო პროექტების მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შეფასება ძირითადად ეყრდნობა ისეთი საერთაშორისო რეიტინგების წყაროებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგი (Doing Business), გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი (GCI), კორუფციის აღქმის ინდექსი (CPI) და მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსი (WJP).

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა