„მაგთი“ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გააფორმოს ვადიანი კონტრაქტი და ყოველთვიურად, მინიმალური თანხის გადახდის საფუძველზე, მობილური მომსახურების პაკეტთან ერთად, უახლესი მოდელის ტელეფონი მიიღოს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხმარებელს როგორც ტელეფონების, ისე მომსახურების პაკეტების არჩევანის საშუალება აქვს.
ამასთან, მომხმარებელს შეუძლია, სასურველი ტელეფონის მოდელისა და მომსახურების პაკეტის არჩევის შედეგად მისთვის ხელსაყრელი კომბინაცია შექმნას. შესაბამისად, ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ შერჩეული ტელეფონის აპარატის მოდელზე და სერვისპაკეტის ტიპზე, რომელიც სალაპარაკო წუთებს, SMS-ებს და მეგაბაიტებს მოიცავს.

















