logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა ბექაური: კომპანიებისგან მოვითხოვე, რომ უარი თქვან გაძვირებაზე და დაასაბუთონ რასაც ზეპირად აცხადებენ
კახა ბექაური: კომპანიებისგან მოვითხოვე, რომ უარი თქვან გაძვირებაზე და დაასაბუთონ რასაც ზეპირად აცხადებენ
11:12 24.01.2019
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სატელეკომუნიკაციო კომპანიების ნაწილის მიერ გაკეთებული დაუსაბუთებელი ზეპირი განცხადებები კომისიისთვის მისაღები და დამაჯერებელი არ არის. კახა ბექაური კიდევ ერთხელ მიმართავს კომპანიებს თუ მათ მართლაც სურთ სამუშაორეჟიმზე გადასვლა, შეაჩერონ ტარიფების გაზრდის პროცესი და რეალური არგუმენტები საქმიან გარემოში გააცნონ კომისიას.

„მე მქონდა მათ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, თუმცა შეხვედრა არ შემდგარა, ეს სატელეფონო კომუნიკაცია იყო. იცით, რომ კომისიამ მიმართლა ორივე კომპანიას უარი ეთქვათ ტარიფების გაძვირებაზე, ჯერ-ჯერობით დღევანდელი მოცემულობით და „სილქნეტის“ განცხადებით იკვეთება, რომ ამ მიმართვის გათვალისწინება არ მომხდარა. ჩემთვის არ არის მისაღები არც ერთი ზეპირი და თუნდაც წერილობითი დაუსაბუთებელი განცხადებები, ზუსტად ეს მოვთხოვე ოპერატორებს, რომ უარი თქვან კონკრეტული თარიღებიდან გაძვირებაზე, გადმოვიდნენ სამუშაო რეჟიმში და დაასაბუთონ ის, რასაც ესე ზეპირად, დაუსაბუთებლად წერილობით ამბობენ“, - აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.

მისივე განცხადებით, კომისიის მონაცემებით ბაზარზე ამის საჭიროება არ დგას და კომპანიების არგუმენტი, რომ დიდ ინვესტიციებს ახორციელებენ ტარიფის გაზრდის არგუმენტი ვერ იქნება.

„ჩემი მონაცემით არანაირი წინაპირობა არ არსებობდა ტარიფის გაზრდის საცალო ბაზარზე, მაგრამ თუ კი ასეთი არის, ან ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია და დამატებით საჭირო არის ინფორმაციის მოწოდება, რომლითაც ისინი ასაბუთებენ რაღაცას, კი ბატონო, ჩვენ ამისთვის მზაობა განვაცხადეთ და ვთქვით, რომ მზად ვართ სამუშაო რეჟიმში გადავიდეთ, სადაც მოვისმენთ დასაბუთებებს, თუ რატომ ახდენენ ისინი საცალო ფასების ზრდას. ღია ვართ ამისთვის, თუმცა იმის ნაცვლოდ, რომ ჩვენს შეთავაზებაზე თანხმობა ეთქვათ და გადმოსულიყვნენ სამუშაო რეჟიმზე, ჯერ-ჯერობით ისინი არ არიან ამ პროცესში და ისევ იმეორებენ, რომ კონკრეტულ თარიღში გაზრდიან ფასს. რადგან კომპანიები სამუშაო რეჟიმზე არ გადმოსულან კომისია მოქმედებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და იწყებს კვლევას, რომ დავადგინოთ ოპერატორებისთვის ზედა ზღვრული ტარიფები“,- აცხადებს კახა ბექაური.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა