logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ძალიან კარგი შეფასებები გვაქვს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან თავისუფალი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით
დავით ზალკალიანი: ძალიან კარგი შეფასებები გვაქვს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან თავისუფალი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით
13:12 23.01.2019
საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია შვეიცარიაში, დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე აგრძელებს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში შეხვედრებს.



საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს, მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა პანელზე Eurasia in a New Global Context, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი და ჟურნალისტებს მოკლედ გააცნო ის საკითხები, რაზეც პრემიერ-მინისტრი გაამახვილებს ყურადღებას.



„ყურადღებას გავამახვილებთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოში არსებობს. ხაზი გაესმევა საქართველოს გეო-სტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქციის მქონე ქვეყანას. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც თანმიმდევრულად ვითარდება და რომელსაც აქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები ეკონომიკური კუთხით. ძალიან კარგი შეფასებები გვაქვს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან თავისუფალი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ასევე სავაჭრო და სატრანსპორტო პოტენციალის შესაძლებლობის კუთხით“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.



მისი განმარტებით პრემიერი ასევე ისაუბრებს სამშვიდობო პოლიტიკაზე და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე.



„საუბარი შეეხება სამშვიდობო პოლიტიკას. აუცილებელია რომ გარე რისკები და საფრთხეები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი, რათა ქვეყანაში შეიქმნას განვითარების შესაძლებლობა. თუ არ იქნება სტაბილურობა არ იქნება განვითარება, არ იქნება ეკონომიკური პროგრესი. საქართველოს პრემიერ მინისტრი ისაუბრებს ყველა ამ საკითხზე და სასურველია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმზე საქართველო წარსდგეს იმ ეკონომიკური უპირატესობებით რაც მას რეგიონში გააჩნია“



საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველო პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის, სადაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას მრავალი მიმართულებით. მისი განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ პროექტებს, რომელსაც ქვეყნები ერთობლივი ძალისხმევით ახორციელებენ.



„ვისაუბრეთ სატრანსპორტო პროექტებზე და იმ დიდ პოტენციალზე, რომელიც არსებობს საქართველოსა და აზერბაიჯანში ცენტრალური აზიიდან ტვირთების მოზიდვის თვალსაზრისით. მოგეხსენებათ ამ მიმართულებით შესაძლებლობები ფართოვდება. ვისაუბრეთ TANAP-ის პროექტზე და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალზე, რომელიც ძლიან მნიშნელოვან როლსა და ფუნქციას ასრულებს. მსოფლიოში აღნიშნული მიმართულებით დიდი კონკურენცია არსებობს. ყველა ქვეყანა ცდილობს თავისი მარშუტების წინა პლანზე წამოწევას, შესაბამისად საჭიროა საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი ძალებით იმოქმედონ, რომ აღნიშნულმა სატრანსპორტო მაგისტრალებმა შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა