logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა ბერლინში, გამოფენის ,,მწვანე კვირეული 2019“ ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა
ლევან დავითაშვილმა ბერლინში, გამოფენის ,,მწვანე კვირეული 2019“ ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა
12:37 23.01.2019
სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა Gruene Woche 2019 ქ. ბერლინში 18 იანვარს გაიხსნა და 27 იანვარამდე გაგრძელდება. გამოფენის გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.

გამოფენის ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა პოლონეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მინისტრთან, კრიჟსტოფ არდანოვსკისთან; უკრაინის აგრარული პოლიტიკისა და საკვების მინისტრთან, მაქსიმ მარტინიუკთან; ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ჟანიშ დუკლავსთან; ლიეტუვას რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, გიედრიუს სურფლისთან; ესტონეთის რესპუბლიკის სოფლის საქმეთა მინისტრთან, ტარმო ტამისთან; სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, გეღამ გევორგიანთან; ნიდერლანდების სამეფოს სოფლის მეურნეობის, ბუნების და სურსათის ხარისხის მინისტრთან, ვიცე-პრემიერ მინისტრთან, კაროლა შოუტენისთან; თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის მინისტრთან, ბექირ ფაქდემირლთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, ჰერმან ონკო აეიკენსთან. გამართულ შეხვედრებზე, ლევან დავითაშვილმა კოლეგებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს მიერ ნომინირებული კანდიდატი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოფლის მეურნეობის საკითხებში დავით კირვალიძე წარუდგინა. აღნიშნულ პოზიციაზე არჩევნები მიმდინარე წლის ივნისის თვეში გაიმართება. ცალკეულმა ქვეყნებმა ღიად გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს კანდიდატის მიმართ და მზადყოფნა გამოთქვეს მხარი დაუჭირონ გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის სათავეში მაღალი კომპეტენციის და კვალიფიკაციის მქონე ქართველ კანდიდატს.
გამოფენა ,,მწვანე კვირეული“ (Gruene Woche) გერმანიაში 1926 წლიდან ყოველწლიურად იმართება. წელს გამოფენაში სხვადასხვა ქვეყნის 2000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს, რომლებიც 100 000-ზე მეტ სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქციას აცნობს დამთვალიერებელს. გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია და 500 000 -ზე მეტს აღწევს. მიმდინარე წელს, გამოფენა ,,მწვანე კვირეულის“ პარტნიორ ქვეყანას, გერმანიასთან ერთად, ფინეთი წარმოადგენს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა