logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი ბერლინში „მწვანე კვირეული 2019″ გახსნის ღონისძიებას დაესწრო
ლევან დავითაშვილი ბერლინში „მწვანე კვირეული 2019″ გახსნის ღონისძიებას დაესწრო
10:55 23.01.2019
ბერლინში სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენა „მწვანე კვირეული 2019" (GrueneWoche 2019) გაიხსნა.
გამოფენის მასშტაბისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, მონაწილე მინისტრებს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე, მისასალმებელი სიტყვით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა, ანგელა მერკელმამიმართა.

გამოფენის გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოფლის მეურნეობის საკითხებში დავით კირვალიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი და ქართული დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოფენაზე ქართული სტენდია წარმოდგენილი. 20-მდე ქართველი მწარმოებელი ქართულ ღვინოს, ჭაჭას, ლიმონათს, ნატურალურ წვენებს, ჩაის, ჩურჩხელას, მშრალ ხილს, გოზინაყს, ტყლაპს, ტყემალს, ჯემს, თხილს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დამთვალიერებელს აცნობს. გამოფენაზე წელს პირველადაა წარმოდგენილი ქართული თაფლი, რომელიც კონკურენტუნარიანია და ევროკავშირის სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

GrueneWoche 2019-ის ფარგლებში, საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი აქვს ქართულ კომპანიებს: „ქიმერიონი“, „ჩელთი“, „ბადაგონი“, „მილდიანი“, „შუხმანვაინსი“, „კულა“, „გეოჰაუსი“, „მაკოვსკირუსა“, „კონა“, „გეოპლანტი“, KTW, „გეონაატურალსი“ და „ნუგბარი“; ასევე, „ი/მ თამაზ ღლონტი“ და კოოპერატივი „გეოლაინი“.

გამოფენაში მონაწილეობას იღებს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით, გამოფენაში 3 კომპანია იღებს მონაწილეობას.
"ბერლინის საერთაშორისო გამოფენა „GrueneWoche“,სოფლის მეურნეობის მიმართულებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია. აღნიშნული გამოფენა უკვე 84 წელია ყოველწლიურად იმართება. წელს გამოფენაში სხვადასხვა ქვეყნის 2000-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს, რომლებიც 100 000-ზე მეტ სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქციას წარუდგენს დამთვალიერებელს. გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია და 500 000-ზე მეტს აღწევს. მიმდინარე წელს, გამოფენა ,,მწვანე კვირეულის“ პარტნიორ ქვეყანას, გერმანიასთან ერთად, ფინეთი წარმოადგენს.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, წლევანდელ გამოფენაზე საქართველო მრავალფეროვანი პროდუქციით არის წარმოდგენილი"-აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა