logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გენადი არველაძე: ქვემო ქართლის მეწარმეებს გავაცანით შესაძლებლობები, რომელიც მათთვის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაქვს
გენადი არველაძე: ქვემო ქართლის მეწარმეებს გავაცანით შესაძლებლობები, რომელიც მათთვის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაქვს
17:25 19.01.2019
საქართველოში ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მიმდინარეობას შეეხებოდა შეხვედრა, რომელშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრა ქვემო ქართლში, ქალაქ რუსთავში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, ქვემო ქართლის სამხარეო რწმუნებული აპარატისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის "ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელება საქართველოში" (Facility for the Implementation of the Association Agreement in Georgia) დაფინანსებით გაიმართა.

„ქვემო ქართლის მხარეში მოღვაწე ბიზნესმენებს მივაწოდეთ ინფორმაცია DCFTA -ს შესახებ მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებიც გვექნება საქართველოს ნორმატიული ბაზის ევრორეგულაციებთან დაახლოების მიმართულებით. მსგავსი დიალოგი საქმიან წრეებთან არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ხელს უწყობს იმ სირთულეების აღმოფხვრას, რაც შეიძლება წარმოიშვას ახალი ევრორეგულაციების საქართველოში დანერგვის მიმართულებით. გარდა ამისა, ჩვენ მათ ის შესაძლებლობებიც გავაცანით, რაც მოაქვს აღნიშნულ შეთანხმებას ბიზნესისთვის, მათ შორის, პროდუქციის მაღალი სტანდარტითა და უსაფრთხოდ წარმოების შემთხვევაში ევროკავშირის ბაზარზე განთავსებისას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მეწარმეებს გააცნო საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო სტატისტიკა, რომლის თანახმადაც საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, 2018 წელს საქართველოდან აღნიშნულ ბაზარზე 730,3 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განახორციელა, რაც 11,5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21,7 პროცენტს შეადგენს.

„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ ქართველ მეწარმეებს გაუხსნა გზა ევროკავშირის ქვეყნებისკენ. ამ შესაძლებლობას ყოველწლიურად მეტი და მეტი ქართველი მწარმოებელი იყენებს, რაც ექსპორტის მაჩვენებელზე პოზიტიური დინამიკით აისახება. ევროკავშირი ქართული პროდუქციისთვის არის არა მხოლოდ მაღალშემოსავლიანი, არამედ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სტაბილური ბაზარი. დარწმუნებული ვარ, პოტენციალი ორმხრივ ვაჭრობაში ძალიან დიდია,“ - განაცხადა გენადი არველაძემ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირის შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესრულების პროცესში განსაზღვრული შეღავათიანი სავაჭრო პირობებით სარგებლობის საკითხები.

გენადი არველაძის გარდა, შეხვედრაში ასევე მიიღეს მონაწილეობა სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა