logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: „ყაზტრანსგაზის“ მნიშვნელობის კომპანიები, რაც შეიძლება მალე უნდა მოექცნენ სწორი მენეჯმენტის ხელში
ივანე მაჭავარიანი: „ყაზტრანსგაზის“ მნიშვნელობის კომპანიები, რაც შეიძლება მალე უნდა მოექცნენ სწორი მენეჯმენტის ხელში
18:44 18.01.2019
„ყაზტრანსგაზის“ მნიშვნელობის კომპანიები, რაც შეიძლება მალე უნდა მოექცნენ სწორი მენეჯმენტის ხელში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

მისი განცხადებით, ბოლო დღეებში კომპანიის გასხვისებასა და ვალის ჩამოწერასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად არასწორი მოსაზრებები გავრცელდა.

„„ყაზტრანსგაზ-თბილისში“ 2009 წლიდან არის შესული დროებითი მმართველი. კომპანია სისტემური მნიშვნელობისაა, თუმცა ის რამდენიმე წელია, პრაქტიკულად, გაურკვეველ რეჟიმში იმართებოდა. 16 იანვარს მომხდარი ტრაგედიის მიზეზს, ბუნებრივია, გამოძიება დაადგენს, თუმცა თუ დადგინდა, რომ კომპანიის მხრიდან მოხდა დაუდევრობა ან შეცდომაა დაშვებული, ზუსტად იმის ბრალი იქნება, რომ დროულად არ მოხდა მისი მოდერნიზაცია და სწორი მენეჯმენტი. სწორი მენეჯმენტის ხელში მოხვედრა გულისხმობს იმას, რომ ხანგრძლივი დავა უნდა შეწყვეტილიყო. თქვენ იცით, რომ საერთაშორისო არბიტრაჟში სს „ყაზატრანსგაზსა“ და საქართველოს შორის მიმდინარე დავა მორიგებით დასრულდა.

ყაზახური მხარე საქართველოს, დაახლოებით, 500 მილიონ ლარზე მეტს ედავებოდა. დავის შეწყვეტის პირობებით, ყაზახურმა მხარემ უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაში წაყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, უარი განაცხადა „ყაზტრანსგაზ-თბლისის“ მიმართ, დაახლოებით, 350 მლნ ლარის მოთხოვნაზე. სანაცვლოდ, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გათავისუფლებოდა ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანებისგან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. როგორც მან აღნიშნა, ვალების ჩამოწერა მოხდა იმის გამო, რომ ეს კომპანია პრაქტიკულად ვერ ახორციელებდა თავისი ვალდებულებების შესრულებას „96 მილიონი ლარის საბიუჯეტო დავალიანება ჯერ არ არის ჩამოწერილი, დარჩენილია ტექნიკური საკითხები. საბოლოო ჯამში, კომპანია დადგა სწორ, გაჯანსაღების გზაზე, ამიტომ ეს იყო ბიზნესის კუთხით აბსოლუტურად გამართული გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, ეს გადაწყვეტილება ადრე რომ მიღებულიყო, შესაძლოა, თავიდან აგვერიდებინა ასეთი ტრაგედიები. ცხადია, ამის აბსოლუტური გარანტია არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი მნიშვნელობის კომპანიები, რაც შეიძლება მალე უნდა მოექცეს ეფექტური მენეჯმენტისა და მართველობის ქვეშ, როგორც ეს თავის დროზე „თელასის“ შემთხვევაში მოხდა“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა