ავიაკომპანია „აირზენა“ დღეიდან ბათუმის მიმართულებით ყოველდღიური რეისების შესრულებას იწყებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ავიაკომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, თბილისიდან ფრენა ყოველ დილით, 08:00 საათზე შესრულდება, ბათუმიდან თბილისის მიმართულებით კი - 23:00 საათზე.
ერთი გზის ბილეთის ფასი 170 ლარია.
ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, „აირზენა“ ბათუმიდან საერთაშორისო რეისებს მოსკოვის, კიევის, ხარკოვისა და ოდესის მიმართულებით ასრულებს. ავიაკომპანია ჩარტერულ რეისებს ბათუმში თელავიდან და თეირანიდანაც ახორციელებს.

















