logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: საქართველო სამოქალაქო ავიაციაში ლიბერალურ პოლიტიკურ კურსს ატარებს, რომელიც წლიდან წლამდე დადებითად ისახება მგზავრთნაკადის ზრდაზე
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: საქართველო სამოქალაქო ავიაციაში ლიბერალურ პოლიტიკურ კურსს ატარებს, რომელიც წლიდან წლამდე დადებითად ისახება მგზავრთნაკადის ზრდაზე
20:47 16.01.2019
საქართველოს საავიაციო სექტორში გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგები განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აკაკი საღირაშვილმა პლენარულ სხდომაზე წარდგენილ მოხსენებაში, რომელიც გლობალური საავიაციო სამიტის „Connecting the World” ფარგლებში ინდოეთის რესპუბლიკის ქალაქ მუმბაიში 16 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობს.

„ტრანსპორტის დარგი, მათ შორის სამოქალაქო ავიაცია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს. საავიაციო სექტორი არის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილებს, როგორც საჰაერო ტრანსპორტის, ისე მომიჯნავე სფეროებში. საქართველო სამოქალაქო ავიაციაში ლიბერალურ პოლიტიკურ კურსს ატარებს, რომელიც წლიდან წლამდე დადებითად ისახება მგზავრთნაკადის ზრდაზე“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდის ტენდენციამ და საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლამ განაპირობა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის მატება, კერძოდ, მისი თქმით, 2018 წელს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადაყვანილმა მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 5.0 მილიონი მგზავრი, რაც 2017 წელთან შედარებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 24%-ით მეტია.

„საქართველო აქტიურად ახორციელებს „საქართველოს და ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით ნაკისრი რეგულაცია/დირექტივების ასახვას ეროვნულ კანონმდებლობაში, რაც ამავე დროს გულისხმობს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით დადგენილი ვალდებულებების შესრულებას სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით. საკანონმდებლო დაახლოებასთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს საავიაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იმისთვის, რომ ეფექტურად მოხდეს გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურება“ - განაცხადა საღირაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, 2015 წლის 28 მაისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის კონცესიის ახალი ხელშეკრულების ფარგლებში, შპს ”ტავ-ურბან საქართველომ“ სრულიად განაახლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი და შუქ-სასიგნალო სისტემა. 2017 წლის სექტემბერში ოფიციალურად გაიხსნა ჩამოფრენის ტერმინალი. მუდმივად მზარდი საჰაერო სატრანზიტო გადაფრენების უსაფრთხოდ მომსახურების მიზნით, გაფართოვდა თბილისის საჰაერო მოძრაობის მართვის ცენტრი. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების სამუშაოები“ –
მისივე თქმით, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) მიერ საავიაციო უშიშროების და უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარებული ყოვლისმომცველი ბოლო აუდიტის შედეგების მიხედვით, საქართველოს მიერ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის მთლიანი მაჩვენებელი 87.64% გახდა. „ახალი მაჩვენებლებით საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვისა და ზედამხედველობის თვალსაზრისით მსოფლიოში ოცდამეათე, ევროპაში მეათე, ხოლო რეგიონში პირველ ადგილზეა უსაფრთხოების აუდიტის მონაცემებით. რაც შეეხება საავიაციო უშიშროების მაჩვენებელს, სტანდარტების და პრაქტიკის დანერგვას, ეს ციფრი 89.8% წამოადგენს და მნიშვნელოვნად - 58%-ით არის გაუმჯობესებული 2008 წელს ჩატარებული აუდიტის მონაცემებთან შედარებით“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

აკაკი საღირაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტზე დამსწრე ავიაკომპანიები დაინტერესდებიან საქართველოში პირდაპირი ფრენების განხორციელებით როგორც ინდოეთის, ისე სხვა მონაწილე ავიაკომპანიების ქვეყნების მიმართულებით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა