logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: საერთო ძალისხმევით ტურიზმის სექტორთან უფრო მეტ შედეგს მივაღწევთ
გიორგი ქობულია: საერთო ძალისხმევით ტურიზმის სექტორთან უფრო მეტ შედეგს მივაღწევთ
17:41 16.01.2019
ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევები და მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს გიორგი ქობულიასა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ინვესტორთა საბჭოს ინიციატივით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.

გიორგი ქობულიამ შეხვედრაზე მოწვეულ კომპანიებთან პრეზენტაცია ჩაატარა და მათ დეტალურად გააცნო ეკონომიკის სამინისტროს სტრატეგია, რომელიც ტურიზმის სექტორის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის სამომავლოდ არაერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ითვალისწინებს.

„ეს არის ხალხი, ვინც რეალურად წარმოადგენს ტურიზმის სექტორს და იცის ტურიზმის პრობლემების შესახებ. მისასალმებელია, რომ მათ მოიწონეს ჩვენი ხედვა და გაგვიმტკიცეს განცდა, რომ ტურიზმის განვითარების ჩვენი სტრატეგია პრინციპულად სწორია, თუმცა, ჩვენ ასევე მოვისმინეთ მათი მოსაზრებები იმ სფეროებზე, რომელსაც მეტი გაუმჯობესება სჭირდება. მათ შორის, საუბარია ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, როგორიცაა, მაგალითად, დიდი ტევადობის საკონფერენციო სივრცეების შექმნა თბილისსა და ბათუმში. რა თქმა უნდა, მზად ვართ გავითვალისწინოთ ტურიზმის საბჭოს ყველა კომენტარი და ვფიქრობ, ასეთი საერთო ძალისხმევით კიდევ უფრო მეტ შედეგებს მივაღწევთ“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელის, მარიამ მეღვინეთუხუცესის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბჭოსთან არსებულმა ტურიზმის სამუშაო ჯგუფმა მინისტრთან გაცვალა პირველადი იდეები, თუ როგორია იმ საკითხების ხედვა, რომლებიც გადასაწყვეტია სამომავლოდ ტურიზმის მზარდი სექტორის სწრაფი და მდგრადი განვითარებისთვის.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ტურიზმის სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, კომპანია “სი ბი სი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა საბა კიკნაძემ განაცხადა, მიმდინარე პროცესში ჩანს, რა ვექტორს იღებს მთავრობის ხედვა ტურიზმის ინდუსტრიასთან დაკავშირებით. „შეხვედრაზე, ჩემი აზრით, პრაქტიკულად ყველა პრობლემა იყო დეკლარირებულ;ი, მათ შორის ის, რომ უნდა გადავერთოთ მაღალხარჯვითუნარიან ბაზრებზე, რომ საჭიროა განვითარდეს ინფრასტრუქტურა და მოხდეს კადრების კვალიფიკაციის ზრდის ხელშეწყობა, რათა უფრო ხარისხიანი იყოს ტურიზმის მომსახურების სფეროში არსებული სერვისები. ასევე ვისაუბრეთ საშუალო და მოკლევადიან პერსპეტივაში გადასადგმელ ნაბიჯებზე“ - აღნიშნა საბა კიკნაძემ.

ინვესტორთა საბჭო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანოა, რომელიც მიზნად ისახავს დიალოგის წარმოებას კერძო სექტორის მეწარმე სუბიექტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა