logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნათია თურნავა: საქართველოს რეგიონების გაზიფიკაციის პროცესი გაგრძელდება
ნათია თურნავა: საქართველოს რეგიონების გაზიფიკაციის პროცესი გაგრძელდება
15:07 16.01.2019
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოს რეგიონების გაზიფიკაციის პროცესი გაგრძელდება, თუმცა, ეს ტარიფზე არ აისახება. ეს განცხადება ნათია თურნავამ „რადიო კომერსანტთან“ ინტერვიუში გააკეთა.

როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ინტენსიურად მიმდინარეობს გაზიფიკაციის პროცესი - უკვე გაზიფიცირებულია ქვეყნის 84%, თუმცა, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება მაღალმთიან რეგიონებს. „ჩვენი ვალია, რომ მოხდეს ამ რეგიონების გაზიფიცირება, თუ დიდ ქალაქებში გაზიფიკაცია მომგებიანი ბიზნესია, მაღალმთიან რეგიონებში საპირისპირო სიტუაციაა. ამის მიუხედავად, უახლოეს 3 წელიწადში მოვიცავთ მთელ საქართველოს, ეს პოლიტიკური და სოციალური თემაა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, მთავრობას აქვს ქვეყნის გაზიფიკაციის 3-წლიანი გეგმა, რომელიც მოიცავს ყველა იმ დასახლებულ პუნქტს, რომლებსაც ამ ეტაპზე ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. მისი თქმით, ხელისუფლება, კერძოდ, გაზის ტრანსპორტირების კომპანია ააშენებს საჭირო ინფრასტრუქტურას, შესაბამისი ხარჯები იქნება გაწეული, თუმცა, წინა პრაქტიკისგან განსხვავებით, ეს აქტივები კომპანია „სოკარ“-ს პრივატიზაციით კი არ გადაეცემა (რაც საბოლოო ჯამში ბუნებრივი აირის ტარიფში აისახება), არამედ სახელმწიფო გაწევს ხარჯებს და ამ აქტივსაც მის საკუთრებაში დაიტოვებს. „საბოლოოდ ეს აქტივები გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გახდება და მის განვითარებას მოხმარდება. უბრალოდ, ოპერირებაში გადავცემთ ლიცენზიანტებს, იქნება ეს „სოკარი“ თუ სხვა კომპანია. შესაბამისად, ჩვენ მოვნახეთ გზა, რომ ეს ინვესტიცია ბუნებრივი აირის ტარიფზე არი აისახოს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა