მიმდინარე წლის 4 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ
დოლარი შეისყიდა.
ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6732 შეადგინა.
ბოლო ერთ თვეში სავალუტო ბაზარზე, ეს ეროვნული ბანკის უკვე მეოთხე ინტერვენციაა.

















