ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების
სააგენტოსა და ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით დღეს ,,თბილისი მოლში“ (მესამე სართული) გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის "დაიწყე ბიზნესი, შექმენი ფაბლაბში" მეექვსე ნაკადის გუნდები, რომლებმაც ორი თვის განმავლობაში ფაბლაბის დაზგა-დანადგარების დახმარებით შექმნეს სხვადასხვა პროდუქცია.
გამოფენა-გაყიდვა 11:00 საათზე გაიხსნება.

















