logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: ვალების ჩამოწერის პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და ის უკვე 600 ათასზე მეტ ადამიანს შეეხო
ივანე მაჭავარიანი: ვალების ჩამოწერის პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და ის უკვე 600 ათასზე მეტ ადამიანს შეეხო
21:25 27.12.2018
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, იმ საფინანსო ორგანიზაციებთან, რომლებმაც ამ დრომდე არ გაასხვისეს მათ საკუთრებაში არსებული პრობლემური აქტივების ნაწილი, ფონდი „ქართუ“ დღესაც მზადაა გააგრძელოს მოლაპარაკებები დარჩენილი სასესხო პორტფელის გამოსყიდვის მიზნით.

„ბოლო პერიოდში, იყო ბევრი მითქმა-მოთქმა და ზოგიერთი მოქალაქის გულისწყრომა ვალების ჩამოწერის პროექტთან დაკავშირებით, მათ შორის, მეც მივიღე ინფორმაცია, რომ ზოგიერთმა თავისი თავი ვერ იპოვა სიაში, თუმცა მიაჩნდა, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. ვადაგადაცილებული სესხის ჩამოწერისას, კიდევ დარჩა ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რადგან საფინანსო ინსტიტუტების ნაწილმა არ გაასხვისა მათ საკუთრებაში არსებული პრობლემური აქტივების ნაწილი. ჩემი ინფორმაციით, „ქართუს“ კარი ჯერ კიდევ ღიაა და ვიმედოვნებ, ის დარჩენილი კომპანიები, ნაწილიმაინც, შეთანხმდებიან „ქართუსთან“ და პროგრამაში ჩართული მოქალაქეების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და უკვე 600 ათასზე მეტ ადამიანს შეეხო, ხოლო ჩამოსაწერი თანხის საერთო ოდენობამ 4 მილიარდ ლარამდე შეადგინა.
„ეს არის ძალიან წარმატებული პროექტი და მინდა მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილე მხარეს,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა