logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლისი დეველოპმენტმა თიბისი კაპიტალის დახმარებით 12 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საჯარო ობლიგაციების ემისია განახორციელა
ლისი დეველოპმენტმა თიბისი კაპიტალის დახმარებით 12 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საჯარო ობლიგაციების ემისია განახორციელა
16:56 25.12.2018
უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანია „ლისი დეველოპმენტი“ (სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტმა“) 12,000,000 აშშ დოლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც 2018 წელს კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე დიდი ტრანზაქციაა. ობლიგაციების განთავსება განხორციელდა საჯარო ემისიის გზით და ეს კომპანიის მიერ გამოშვებული პირველი ობლიგაციაა. ობლიგაციების ემისია თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია „თიბისი კაპიტალმა“ უზრუნველყო.

ობლიგაციებში ინვესტირება განახორციელეს რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ფიზიკურმა და იურიდულმა პირებმა, ასევე ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციების მოცულობის უმეტესობა არარეზიდენტებისგან მოზიდული სრულიად ახალი სახსრებია, რაც საქართველოში შემოსული ახალი საინვესტიციო კაპიტალია.

ობლიგაციები დაილისტება საქართველოს საფონდო ბირჟაზე, რაც ასევე გულისხმობს, რომ ფასიანი ქაღალდი მომავალში დაშვებული იქნება ფასიანი ქაღადლების საერთაშორისო დეპოზიტარი კომპანია ქლიარსტრიმის (Clearstream Banking S.A.) სისტემაში, რაც ობლიგაციებს ხელმისაწვდომს გახდის საერთაშორისო ინვესტორებისათვისაც.

„კომპანია „ლისი დეველოპმენტი“ დაარსების დღიდან ამკვიდრებს საერთაშორისო სტანდარტებს ქართული უძრავი ქონების ბაზარზე, იქამდე სანამ კომპანია განათავსებდა საჯარო ობლიგაციებს „ლისი დეველოპმენტი“ გახდა პირველი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელმაც მიიღო საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი. ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოში კორპორაციული მართვის გაუმჯობესების და გამჭირვალობის გაზრდის კუთხით. ასევე, ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორების უმეტესობა, რომლებმაც შეიძინეს ჩვენი ფასიანი ქაღალდები არიან არარეზიდენტი პირები, რაც დამატებით მოზიდულ ინვესტიციას გულისხმობს ჩვენს ქვეყანაში. კომპანიის პროექტები აქამდე ფინანსდებოდა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, კერძოდ, FMO-ს მიერ. ვფიქრობთ, რომ საქართველოს კაპიტალის მზარდი ბაზარი კარგი ალტერნატივა იქნება მომავალში კომპანიების დაფინანსებისათვის,“ - აღნიშნა ნოდარ ადეიშვილმა, ,,ლისი დეველოპმენტის’’ გენერალურმა დირექტორმა.

„აღნიშნული ტრანზაქცია ყველაზე მსხვილი გარიგებაა კორპორაციული საჯარო ობლიგაციის სეგმენტში, რომელიც 2018 წელს განხორციელდა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მორიგი შემთხვევაა, როდესაც ვმუშაობთ ინდუსტრიის წამყვან მოთამაშესთან - „ლისი დეველოპმენტთან“ და ვეხმარებით კომპანიას დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში კაპიტალის ბაზრის მეშვეობით,“ - აღნიშნა ირაკლი ელაშვილმა, „თიბისი კაპიტალის“ დირექტორმა.

ობლიგაციები, რომელთა საერთო ძირი თანხა შეადგენს 12,000,000 (თორმეტი მილიონი) აშშ დოლარს, ხოლო დარიცხული პროცენტი - 8%-ს, რომლებიც ვადამოსული ხდება 2021 წლის 17 დეკემბერს, გამოშვებულ იქნა 2018 წლის 17 დეკემბერს, 10,000 (ათი ათასი) აშშ დოლარი ნომინალური ღირებულების ობლიგაციებად და მათი გამოსყიდვა მოხდება 2021 წლის 17 დეკემბერს, მათი ძირი ღირებულებით. ობლიგაციებიდან მოზიდულ სახსრებს კომპანია ორი მიმართულებით გამოიყენებს: 1) მოზიდული სახსრების ნაწილით დაფინანსდება პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა შავი ზღვის სანაპიროზე, კურორტ ბუკნარში; 2) გამოშვებული ობლიგაციების მეორე ნაწილი მოხმარდება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 40 ჰექტარი მიწის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, ,,მწვანე ქალაქი ლისზე’’-ს ტერიტორიაზე ვილების მეორე უბნის შემდგომ განაშენიანებას.

„ლისი დეველოპმენტი“ არის უძრავი ქონების პრემიუმ სეგმენტის წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც ჯგუფის ფარგლებში 350 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2017 წელს კომპანიამ შეიძინა მიწის ნაკვეთი შავი ზღვის სანაპიროზე და გეგმავს მულტიფუნქციური კომპლექსისა და სასტუმროს განვითარებას. 2018 წლის ივლისში, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Scope Ratings GmbH-მა კომპანიას B+ რეიტინგი მიანიჭა, სტაბილური პერსპექტივით. „ლისი დეველოპმენტი“ ერთადერთი კომპანიაა უძრავი ქონების სექტორში საქართველოში, რომელსაც გააჩნია საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგი.

„თიბისი კაპიტალი“ თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული საბროკერო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებებს. 2017 წლიდან „თიბისი კაპიტალი“ გახდა თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი. კომპანიის ძირითადი ბიზნეს მიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა. „თიბისი კაპიტალი“ საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საფონდო ბირჟის ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა