logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა ელექტროენერგიის და ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმართულებით
გიორგი ქობულია: ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა ელექტროენერგიის და ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმართულებით
16:51 25.12.2018
„ევროკავშირთან დაახლოების ფარგლებში, ასევე ზოგადად ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა ელექტროენერგიის და ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მიმართულებით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე გამოსვლისას. მისი ინფორმაციით, რეფორმა ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის კუთხით ეტაპობრივ და ნაწილობრივ ლიბერალიზაციას გულისხმობს. „ეს დაგვეხმარება, კიდევ უფრო მეტი ეფექტურობა მივიღოთ ტარიფების თვალსაზრისით. ენერგოეფექტურობა მნიშვნელოვანია - რომ დავზოგოთ ის ენერგორესურსი რომელიც გვაქვს და კიდევ ერთი დიდი იმპულსი მივცეთ ჩვენს ეკონომიკას“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.


როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, იმ შემთხვევაში, თუ არ აშენდება გენერაციის ობიექტები, საქართველოს ელექტროენერგიის დიდი დეფიციტი ექნება. „ჩვენი გათვლებით, უცხოეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი რომც მოვინდომოთ, ფიზიკურად არის შეუძლებელი, ამიტომ ჩვენ უნდა ავაშენოთ გენერაცია, რათა ჩვენმა ეკონომიკამ თავისი ენერგიის წყარო იქონიოს. ეს უმნიშვნელოვანესია, ამისთვის გვაქვს შედგენილი კონკრეტული გეგმა, თუ როგორ ვაშენებთ გენერაციას. დიდი ჰიდროელექტროსადგურების - შუახევის, ნამახვანის, ნენსკრას, ხუდონის, ცხენისწყლის და დამატებით ენგურის ჰესების გარდა ჩვენ გვაქვს საშუალო და მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის კონკრეტული გეგმაც“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ. მისი ინფორმაციით, დღესდღეობით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ეტაპზეა 117 პროექტი, 26 პროექტი მშენებლობის ლიცენზირების ეტაპზე და 22 პროექტი მშენებლობის ეტაპზე, რომლებიც უახლოეს მომავალში ქვეყანას დამატებით 365 მეგავატ ელექტროენერგიას მისცემს.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ამ სექტორში დიდი მოთხოვნა არსებობს როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან.
ამასთან, როგორც გიორგი ქობულია აცხადებს, მთავრობას აქვს კარგად დათვლილი და გააზრებული გეგმა თბოელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებითაც. „გვაქვს ამბიციური გეგმები ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის კუთხითაც, კერძოდ, 2020 წლიდან დავიწყებთ ქარის სიმძლავრეების შეყვანას. ასევე ვსწავლობთ მზის ენერგიის პოტენციალს, თუმცა, უნდა ითქვას, საქართველო ენერგეტიკის მიმართულებით უფრო ქარის ქვეყანაა, ვიდრე მზის“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა