logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: სამუშაო ადგილების შექმნა, ინკლუზიურობა და სიღარიბის დაძლევა ჩვენი მთავარი მიზანია
გიორგი ქობულია: სამუშაო ადგილების შექმნა, ინკლუზიურობა და სიღარიბის დაძლევა ჩვენი მთავარი მიზანია
13:25 25.12.2018
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის ძირითად მიზნებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

გიორგი ქობულიას განცხადებით, სიღარიბესთან ბრძოლა დღესდღეობით უმთავრესი ამოცანაა. „რა თქმა უნდა, ხალხს უმძიმესად უჭირს, 20% ეს არის უზარმაზარი მაჩვენებელი, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ სიღარიბეს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. მისი ინფორმაციით, ბოლო 3 წლის განმავლობაში სიღარიბის შემცირების ტემპები საგრძნობლად შენელდა. სიღარიბის დაძლევის ბევრად უფრო მაღალი ტემპი გვჭირდება.

სამუშაო ადგილების შექმნა გიორგი ქობულიას აზრით, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. „საქართველოს ეკონომიკაში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ეს არის სტატისტიკა. თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამუშაო ადგილები იქმნება - ჩვენ გვინდა, ეს მაჩვენებელი წელიწადში 60 ათასამდე ავიყვანოთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრმა.

სამუშაო ძალის კვალიფიკაცია და შესაბამისად, საბაზისო პროფესიების ათვისება დღესდღეობით ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამას გარდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევაზე ისაუბრა, კერძოდ: ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეფექტურობა, საქონლის ღირებულებაში ტრანსპორტირების კომპონენტის შემცირება; საკანონმდებლო ბაზის დამატებითი დახვეწა; ხარისხის სისტემების დაახლოება განვითარებული ქვეყნების სტანდარტებთან; ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესისთვის; ინვესტორების მოზიდვა და ხელშეწყობა; სახელმწიფო ქონების ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა და სახელმწიფო კომპანიების ეფექტიანობის ზრდა.

სამუშაო ადგილების შექმნა, ინკლუზიურობა და სიღარიბის დაძლევა, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სწორედ ესაა ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის ძირითადი მიზნები. ამას გარდა, გიორგი ქობულიას აზრით, მნიშვნელოვანი გამოწვევებია ასევე ვაჭრობის საექსპორტო პოტენციალია განვითარება, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დამყარებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და პროდუქტიულობის ზრდა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა