logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პირველი სრულად ციფრული ბანკის - სფეისის განახლებული ვერსია გაეშვა
პირველი სრულად ციფრული ბანკის - სფეისის განახლებული ვერსია გაეშვა
10:37 25.12.2018
მაისში, საქართველოში პირველი სრულად ციფრული ბანკი - სფეისი გამოჩნდა. ეს არის ყოველდღიური ფინანსების მართვის აპლიკაცია ფილიალებისა და სხვა ფიზიკური სივრცეების გარეშე, რომელიც არსებობს მხოლოდ მობილურ ტელეფონში.



სფეისმა პირველმა შემოიტანა საბანკო ბაზარზე ანგარიშის დისტანციურად გახსნა, ყველა ბანკის ბარათის მიბმის შესაძლებლობა აპლიკაციაში, გადარიცხვები ნებისმიერ ბანკში 24/7-ზე, სხვადასხვა მესენჯერით ან მეილით თანხის გაგზავნა და ა.შ.

სფეისით შესაძლებელია კომუნალურების გადახდა, მობილურის ბალანსის შევსება. სფეისში ასევე შეგიძლიათ ონლაინ სესხი 2 წუთში დისტანციურად აიღოთ.



დეკემბერში სფეისმა კიდევ ერთხელ განაახლა აპლიკაცია. კომპანიაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მომხმარებლის უკუკავშირს და მათი მოთხოვნების გათვალისწინებას. ამიტომ, აპლიკაციის ყოველ განახლებაში ცდილობენ, მიღებული რჩევები და სურვილები გაითვალისწინონ.



საახალწლოდ სფეისს კიდევ 2 პროდუქტი დაემატა:



სფეის სტიკერი



როგორც სფეისში ამბობენ, ციფრული ბანკის მომხმარებლებისგან იყო თხოვნა, რომ გადახდა კიდევ უფრო გამარტივებულიყო. იყო ინიციატივები, NFC ფუნქციის დამატებაზეც. ,,სამწუხაროდ, ეს ფუნქცია ყველა ოპერაციული სისტემისთვის ჯერ არ არის ადაპტირებული, მაგრამ, ხელი არ ჩაგვიქნევია, გამოსავალზე დავიწყეთ ფიქრი და გამოვუშვით სფეის სტიკერი”, - ამბობს სფეისის პროექტის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე. სფეის სტიკერის დახმარებით, გადახდის პროცესი ბევრად გამარტივდება. სტიკერი შეგიძლიათ დააკრათ მობილურს და უკონტაქტო მკითხველით გადაიხდით და გაანაღდებთ ბანკომატიდან თანხას.



პირველად საქართველოში ვიზა სტიკერის შეძენა პირდაპირ სავაჭრო აპარატებიდან იქნება შესაძლებელი. აპარატები ამ ეტაპზე სხვადასხვა უნივერსიტეტში იქნება განთავსებული. სტიკერის შეკვეთა ასევე შესაძლებელი იქნება აპლიკაციიდან და მას ნებისმიერ მისამართზე მოგიტანენ სფეისის კურიერები. რაც შეეხება სტიკერის გააქტიურებას, ეს პროცესიც სახლიდან გაუსვლელად, აპლიკაციიდანვე არის შესაძლებელი.



სფეის სტიკერის ღირებულება 10 ლარია. ,,მას შემდეგ, რაც სტიკერს აპლიკაციით გააქტიურებთ, მომენტალურად tkt.ge -ის 10 ლარიან ვაუჩერს მიიღებთ”, - გვითხრეს სფეისში.



QR განვადება



როგორც წესი, განვადების პროცესი ლოდინთან, დოკუმენტებზე ხელის მოწერასთან და ბიუროკრატიასთან ასოცირდება. „სწორედ ამ მიდგომის შეცვლა გვინდოდა, როცა დავიწყეთ მუშაობა ახალ პროდუქტზე - QR განვადებაზე. სფეისის დახმარებით, ქართულ ონლაინ მაღაზიებში სასურველი ნივთების შეძენა უკვე QR განვადებით იქნება შესაძლებელი.“ - ამბობს გიორგი.



პროცესი შემდეგ ეტაპებს მოიცავს: შედიხართ ვებ-გვერდზე და ირჩევთ სასურველ ნივთს, აჭერთ სფეისით გადახდას, აპლიკაციიდან გადაუღებთ QR კოდს და სულ რამდენიმე წამში მიიღებთ პასუხს, რა ოდენობის განვადება დაგიმტკიცდათ და რა პირობებით. ამ ეტაპზე სერვისით სარგებლობა რამდენიმე ონლაინ მაღაზიაშია შესაძლებელი. ახალი პარტნიორები ეტაპობრივად დაემატება.



როგორც სფეისში ამბობენ, QR განვადების უპირატესობა ის არის, რომ პროცესი მთლიანად ონლაინ ხდება. თუ სხვა შემთხვევაში ბანკის ფილიალში მისვლა ან კურიერის ლოდინი უწევდა მომხმარებლებს, სფეისის დახმარებით განვადების პროცესი სულ რამდენიმე წამში დასრულდება.



ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სფეისს, ნომერზე - 2 711 711-ზე ან მისწეროთ ფეისბუქ გვერდზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა