logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ანძის მოდერნიზაციისა და რადიოქალაქის განვითარების პროექტები წარუდგინა
კახა კალაძემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ანძის მოდერნიზაციისა და რადიოქალაქის განვითარების პროექტები წარუდგინა
17:45 21.12.2018
თბილისის მერმა კახა კალაძემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციისა და მუხიანში რადიოქალაქის განვითარების პროექტები წარუდგინა.

კახა კალაძემ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე, როგორც ტურისტული თვალსაზრისით, ისე მოქალაქეების დასაქმების კუთხით, აღნიშნული პროექტების განხორციელებაზე ისაუბრა.

„პროექტები, რომელთაც დღეს წარმოგიდგენთ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქალაქისთვის, პირველ რიგში, ტურისტული თვალსაზრისით და ასევე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის. პირველი, ეს არის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის პროექტი, სადაც რესტორნისა და გადმოსახედი ტერასის განთავსება იქნება შესაძლებელი. მეორე პროექტია რადიოქალაქი მუხიანში. ეს პროექტი არა მხოლოდ გლდანის, თემქისა და მუხიანის მოსახლეობისთვის, არამედ მთელი ქალაქისთვის იქნება საინტერესო. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ, ამ ორი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებას. მინდა, თანამშრომლობისა და ურთიერთობისთვის მადლობა გადაგიხადოთ. თქვენი როლი, ის საქმე, რასაც ჩვენი ქვეყნისთვის ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებთ, ეკონომიკისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტების შესახებ დეტალურად ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ ისაუბრა. მისი განმარტებით,ორივე მათგანზე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მომზადდა დაორივე კვლევაზე გამოცხადებული იყო ინტერესთა გამოხატვა. ანძის შემთხვევაში,კომპანია „კოკო არქიტექტსმა“, რადიოქალაქის შემთხვევაში კი - „კოლიერსმა“გაიმარჯვა.

„დღეს ვისაუბრებთ იმ სავარაუდო გასხვისებისა და იჯარის პირობებზე, რითაც ბიზნესისთვის აღნიშნული ობიექტების გამოტანას ვაპირებთ. ამასთან, დღეს აუცილებლად აღვნიშნავთ, რომ ჩვენ ღია ვართ დამატებითი შემოთავაზებებისთვის იმ პირობებთან დაკავშირებით, თუ რა პირობებით გამოვიტანთ ამ ორ ობიექტს. რაც შეეხება პროექტების სავარაუდო-საორიენტაციო ჯამურ ღირებულებას, ესაა 30 მლნ აშშ დოლარი -20 მლნრადიოქალაქის, 10მლნ კი - ანძის შემთხვევაში. ამ ობიექტებზე მუდმივად დაახლოებით, 250 ადამიანი დასაქმდება. ანძის შემთხვევაში, გასხვისება არ განიხილება, რადგან სტრატეგიული ობიექტია. ვფიქრობთ გრძელვადიან, 25-წლიან იჯარას, თუმცა, ბიზნესის მხრიდან გონივრული შეთავაზების შემთხვევაში, შესაძლოა, ვადასთან დაკავშირებული პირობა გადაიხედოს. ვაჭრობა შედგება იმ საიჯარო თანხაზე, რომელსაც ბიზნესი ამ ობიექტში გადაიხდის. რაც შეეხება რადიოქალაქს, ამ შემთხვევაშისაუბარია გასხვისებაზე - სავარაუდოდ, იქნება პირობადადებული აუქციონი, სადაც ინვესტორი შემოვა და შეთავაზებულ პროექტს განახორციელებს. ვაჭრობა პრივატიზების თანხაზე შედგება“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

მისივე თქმით, საუბარია სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის გეგმაზე, რომელიც 70 მეტრის სიმაღლეზე რესტორნის გაკეთებას, სახურავზე კი - გადმოსახედის მოწყობას გულისხმობს. განიხილება ასევე, ნებისმიერიდამატებითიფუნქცია, რომელსაც ბიზნესი დედაქალაქის მერიას შესთავაზებს.

რაც შეეხება რადიოქალაქის პროექტს, ბასილაიას განმარტებით, დაგეგმილია ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნა, რომელშიც გაერთიანებული იქნება სავაჭრო სივრცე, სპორტული მოედნები, აუზი, ბავშვთა გასართობი ზონა და სხვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა