logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„ვენდი“ და „დანკინი“ 2019 წელს 35 რესტორნით ხვდება
„ვენდი“ და „დანკინი“ 2019 წელს 35 რესტორნით ხვდება
17:04 21.12.2018
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის ისტორიულ ცენტრში, ლესელიძის ქუჩის დასაწყისში, #54-ში ლეგენდარული ამერიკული ბრენდის, „დანკინის“ კიდევ ერთი რესტორანი გახსნა.

შესაბამისად, „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში რესტორნების ყველაზე ფართო ქსელს ფლობს, რაც „ვენდისა“ და „დანკინის“ ბრენდის ქვეშ მომუშავე 35 რესტორანს აერთიანებს.


„დანკინის“ ახალი რესტორანი თავისი ერგონომიკით აბსოლუტურად განსხვავებულია „დანკინის“ ყველა სხვა რესტორნისგან. „დანკინის“ ამ რესტორნის შექმნა „ლოფტის“ სტილში გადაწყდა და ის მართლაც უნიკალური გამოვიდა. ამ რესტორანში ყველაფერი მოსახერხებელი, პრაქტიკული და ეფექტურია, როგორც ამას „ლოფტის“ სტილი ითვალისწინებს. „ლოფტი“ ამერიკული წარმომავლობისაა და ის სათავეს იღებს ფაბრიკული ნაგებობებიდან, საწყობებიდან, სახელოსნოებიდან... ჩვენმა დიზაინერებმა თბილისის ამ ძველ უბანში საგანგებოდ გაასუფთავეს კედლები აგურის ფენამდე, რაც ვიზუალურად კვეთს სივრცეს, და რესტორნის მოსაწყობად უმთავრესად ნატურალური მასალა გამოიყენეს. „დანკინის“ ამ რესტორანში ნახატებიც კი განსაკუთრებულია და ისინი სპეციალურად „დანკინის“ თემატიკაზეა შექმნილი. რაც ყველაზე მთავარი და ძალზე სასიხარულოა, ამ რესტორანმა პირველი წუთებიდანვე მიიპყრო როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტების ყურადღება. რესტორანში სასიამოვნო ოჯახური გარემოა შექმნილი“, – აცხადებს „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.


„დანკინი“ უდავო ლიდერია საქართველოში ყავისა და ყავის პროდუქტების რესტორნების ინდუსტრიაში. კომპანიის პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდება რებრენდინგის შემდგომ, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს. კერძოდ, მთელ მსოფლიოში „დანკინ დონატსის“ რესტორნები მომავალში „დანკინის“ ბრენდით იქნება წარმოდგენილი“, – აცხადებს მშვილდაძე.


გამორჩეული ხარისხის იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 20-ზე მეტი სახეობის ცივი და ცხელი ყავის მოყვარულთათვის „დანკინი“ თავშეყრის შეუცვლელი ადგილი გახდა. ყავის პროდუქტების გარდა, „დანკინის“ რესტორნებში წარმოდგენილია 20-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის სენდვიჩი, ქართული საცხობის პროდუქტები, საუზმე გრანოლათი და სხვა. კომპანიის ბრუნვის 25% ყოველდღიურად ახალ, მრავალფეროვან დონატებსა და ფრანგულ ფუნთუშეულზე მოდის, რომლებიც თბილისში არსებულ დონატების ქარხანაში იწარმოება და დღეში ორჯერ მიეწოდება „დანკინის“ რესტორნებს. „ვენდის“ რესტორნებისთვის კი, „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2017 წლიდან პური, საქონლისა და ფრინველის ხორცი საქართველოში მზადდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა