logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა რეფორმების შემდგომ განვითარებას ხელს უწყობს
ეკატერინე მიქაბაძე: საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა რეფორმების შემდგომ განვითარებას ხელს უწყობს
14:11 21.12.2018
“Forbes” - ის რეიტინგი კარგი გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში ბიზნესგარემო ყოველწლიურად უმჯობესდება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ აღნიშნული საერთაშორისო გამოცემის მიერ მსოფლიოში ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგის კომენტირებისას.

ავტორიტეტულმა საერთაშორისო გამოცემამ „ფორბსი“ მსოფლიოში ბიზნესისთვის საუკეთესო ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 2018 წლის რეიტინგში საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 8 საფეხურით გაუმჯობესდა და 44-ე ადგილი შეადგინა.

რეიტინგი ქვეყნებს 10 კომპონენტი მიხედვით აფასებს. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს 4 კომპონენტში წამყვანი პოზიციები უკავია, მათ შორის როგორიცაა, ინვესტორების დაცვა, ბიუროკრატია, ვაჭრობის თავისუფლება და საგადასახადო წნეხი.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს პოზიცია საუკეთესოა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, გარდა ბალტიის ქვეყნებისა. მისი თქმით, „აღნიშნული რეიტინგი შედეგია იმ რეფორმებისა, რომელთაც საქართველოს მთავრობა 2013 წლიდან ახორციელებს. საგარეო მოწყვლადობის შემცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები და მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე, რასაც თავის მხრივ პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკურ ზრდაზე“.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო ინვესტორებისთვის ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებები, რომლის თანახმადაც არსებული ეკონომიკური მდგომარეობა შესაძლებელს ხდის განხორციელდეს ისეთი რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობს საგარეო შოკებისადმი მდგრადობას, ეკონომიკის დივერსიფიკაციას, გაზრდის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობას და მიმართული იქნება ინკლუზიურ ზრდის უზრუნველყოფისკენ.

რაც შეეხება უშუალო მეზობლებს, “Forbes”-ის რეიტინგში ყველაზე საუკეთესო პოზიცია აქვს რუსეთს (55 ადგილი), თურქეთს (57 ადგილი), ყაზახეთს (65 ადგილი), აზერბაიჯანს (70-ე ადგილი) და სომხეთს (81 ადგილი).

აღსანიშნავია, რომ “Forbes” - ის რეიტინგის მეთოდოლოგია, თავის მხრივ, ეყრდნობა ისეთი ცნობილ კვლევებს, როგორიცაა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთება“, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი“, Heritage Foundation “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“, საერთაშორისო გამჭვირვალობა „კორუფციის აღქმის ინდექსი“, Freedom House’s „მსოფლიო თავისუფლება“, Property Rights Alliance’s „საკუთრების უფლების საერთაშორისო ინდექსი“, UN „ადამიანური განვითარების ინდექსი“ და The CIA’s World Factbook.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა