logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ნინო წილოსანი: ვიწყებთ მუშაობას ტურიზმის ახალი კანონმდებლობაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება ამ სექტორის სტიმულირებაზე და ტურიზმის მდგრად განვითარებაზე
ნინო წილოსანი: ვიწყებთ მუშაობას ტურიზმის ახალი კანონმდებლობაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება ამ სექტორის სტიმულირებაზე და ტურიზმის მდგრად განვითარებაზე
00:01 21.12.2018
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში გაიმართა შეხვედრა ტურიზმის ახალი კანონმდებლობის თემაზე.



შეხვედრაში მონაწილეობდნენ კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია, კომიტეტის წევრები ნინო წილოსანი, დავით სონღულაშვილი და ლევან კობერიძე, ტურიზმის ექსპერტები და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები.



პარლამენტის წევრების შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც სხვადასხვა ნორმატიული აქტით არეგულირებს ტურიზმს და ტურიზმისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, დღეს უკვე ვეღარ უწყობს ფეხს დარგში მიმდინარე პროგრესს და დღის წესრიგში კანონმდებლობის განახლების აუცილებლობის საკითხი დადგა.



„ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია და მისი მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელია საკანონმდებლო ჩარჩოც იყოს შესაბამისობაში მოყვანილი. ვინაიდან ჩვენი კანონმდებლობა ამ კუთხით საკმაოდ მოძველებულია, დავიწყეთ სამუშაო შეხვედრები და მოლაპარაკებები ტურიზმის ადმინისტრაციასთან, ეკონომიკის სამინისტროსთან. სამუშაო ჯგუფში ჩართულია და გვეხმარება დონორი ორგანიზაცია, რომლის მოწვევითაც ჩამოსულია უცხოელი ექსპერტი, რომელიც ტურიზმთან დაკავშირებით ყველა საჭირბოროტო და მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთებს კვლევას და ასევე გაგვაცნობს საუკეთესო პრაქტიკებს ტურიზმის კუთხით ევროპასა და სხვა წარმატებულ ქვეყნებში.“, - განაცხადა ნინო წილოსანმა. მისი თქმით, ტურიზმის საკანონმდებლო ჩარჩოს განახლება საჭიროა ტურიზმის ხარისხის უზრუნველყოფისთვის და დარგის შემდგომი განვითარებისთვის.



ახალი კანონმდებლობის შემუშავებაში პარლამენტთან ერთად ჩართულია USAID G4G-ის პროექტი. საკანონმდებლო ორგანოში გამართულ სამუშაო შეხვედრაში სწორედ USAID G4G-ის პროექტის ფარგლებში მოწვეული ბრიტანელი ექსპერტი ჯონ დაუნსი მონაწილეობდა, რომელმაც თავისი შეხედულებები და გამოკვლევები, ასევე ის საკითხები გააცნო შეკრებილთ, რომელთა გათვალისწინება ახალი კანონმდებლობის შემუშავებაში ურიგო არ იქნება.

პარლამენტართა ჯგუფი კანონმდებლობის შექმნაზე მალე დაიწყებს მუშაობას.



„მოხდება საკანონმდებლო ჩარჩოს მორგება საქართველოს რეალობისთვის საუკეთესო საერთაშორისო მაგალითების გათვალისწინებით. იმედი გვაქვს, რომ მომავალ, 2019 წელს ჩვენ გვექნება ტურიზმის ახალი კანონმდებლობა, რომელიც განსაკუთრებულად იქნება ორიენტირებული სექტორის სტიმულირებაზე და წახალისებაზე, ამასთანავე იქნება ისეთი რეგულაციები, რომლებიც აუცილებელი და მნიშვნელოვანია ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა