logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკონომიკის სამინისტროში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა
ეკონომიკის სამინისტროში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა
17:51 20.12.2018
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით დღეს კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელობდა საბჭოს თავმჯდომარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე.



შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმასთან, მათ შორის ,,პროფესიული განათლების შესახებ“ სექტემბერში დამტკიცებულ კანონთან დაკავშირებით და პროფესიული განათლების დუალური საკონსულტაციო საბჭოს თაობაზე. შეხვედრაზე, ასევე გაიმართა პრეზენტაცია ქალთა მეწარმეობის ხელშემწყობი ქვესაბჭოს ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ამასთან, კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა დისკუსია თემაზე ,,კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები“. დისკუსიის საბჭოს წევრებმა სხდომის ფარგლებში რამდენიმე აქტუალურ საკითხზე იმსჯელეს.

კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭო 2016 წლიდან ფუნქციონირებს, მიზანია კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. საბჭოს ძირითადი ფუნქციებია: კერძო სექტორთან კონსტრუქციული დიალოგის წარმოების ხელშეწყობა; კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი (არსებობის შემთხვევაში) ფაქტორების იდენტიფიცირება და განხილვა; კერძო სექტორის, მათ შორის, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების საკითხებზე წინადადებების და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; კერძო სექტორის, მათ შორის მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების საკითხებთან დაკავშირებული განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების განხილვა; კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით, განხილვების და დისკუსიების ორგანიზება.

საბჭოს, როგორც საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვანი პლატფორმის ფუნქციონირება, მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია კერძო სექტორის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პროცესში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა