მიმდინარე წლის 19 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ
დოლარი შეისყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6648 შეადგინა.
ქვეყნის მთავარმა საფინანსო უწყებამ სავალუტო ბაზარზე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ინტერვენცია მეორედ განახორციელა.
სულ, ბოლო ორი ინტერვენციის შედეგად ბაზრიდან 30 მილიონი დოლარია ამოღებული.

















