logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულია: ეკონომიკის განვითარებისთვის საელჩოების მუშაობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება
გიორგი ქობულია: ეკონომიკის განვითარებისთვის საელჩოების მუშაობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება
19:15 18.12.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მონაწილეობა მიიღო და მოხსენება გააკეთა საქართველოს ელჩების კონფერენციაში, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების მონაწილეობითსაქართველოს პარლამენტის შენობაში მიმდინარეობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მონაწილეობა მიიღო პანელში, რომლის დროსაც განხილული იყო მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა, მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები.

პანელის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმატებულ და ეფექტიან საქმიანობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უცხოური ვალუტის მოზიდვა ქვეყანაში, რაც სამი გზით ხდება - გვჭირდება მეტი ტურისტი, რომლებიც ჩამოვლენდა დახარჯავენ ვალუტას; გვჭირდება მეტი უცხოური ინვესტიცია და ქართული ბიზნესებისთვის მეტი საექსპორტო ბაზრების გახსნა. სამივე მიმართულებით ჩვენი ელჩები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ჩვენი საელჩოების ეფექტურ მუშაობაზე,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს ზოგიერთ საელჩოში შეიქმნება ეკონომიკური დესპანის ახალი პოზიცია, რომელსაც ექნება მაღალი ლეგიტიმაცია და უკეთ იქნება ინტეგრირებული ჩვენს საელჩოებთან.

„ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და არ გვაქვს ისეთი დიდი რესურსი, როგორიც ზოგიერთ სხვა ქვეყანას, რომ პარალელურად თან საელჩოები გვქონდეს, თანაც შევინახოთ ატაშეების დიდი ინსტიტუტი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უფრო ეფექტური იქნებოდა, მისი ინტეგრირება საელჩოს სტრუქტურაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ეკონომიკურ დესპანად საელჩოში დასაქმებული პერსონალი დაინიშნება, ზოგ შემთხვევაში კი - ახალი კადრი,” - განაცხადა გიორგი ქობულიამ. მისი თქმით, კომერციული დესპანები საგარეო საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარებიან, თუმცა ისინი მჭიდროდ ითანამშრომლებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან.
საქართველოს ელჩების კონფერენცია 21 დეკემბერს დასრულდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა