ტექნოპარკში დღეს კონფერენცია სახელწოდებით „სამართალი და ტექნოლოგიები“ გაიმართება.
ღონისძიება იურიდიული საკონსულტაციო სააგენტოს ,,CCLA“-ს ინიციატივით იმართება. აღნიშნული კომპანიის პროექტი ,,ლობოტი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ,,ლობოტი“ პირველი ქართული იურისტი ბოტის შექმნას ითვალისწინებს. კონფერენციაზე გამარჯვებული პროექტის პრეზენტაციაც შედგება.
კონფერენციას კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიებაზე განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა საქმის ელექტრონული განაწილება და ელექტრონული რეგისტრაცია სასამართლოში, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების საჯარო რეესტრში, ციფრული ხელმოწერის დანერგვა, ონლაინ მედიაცია და სხვა.
კონფერენცია 10:45 საათზე დაიწყება.

















