ტექნოპარკში ProductTank ღონისძიებების სერია იწყება, რომელიც თბილისი სტარტაპ ბიუროსა
და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით ხორციელდება.
ProductTank-ის შეხვედრების სერია 2010 წელს ლონდონში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 155 ქალაქს აერთიანებს. ProductTank Tbilisi ყოველთვიური ივენთ-სერიების ფარგლებში სტარტაპ დამფუძნებლებს, პროდუქტ-მენეჯერებს, დიზაინერებსა და დეველოპერებს უმასპინძლებს, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას თბილისის სხვადასხვა მულტიფუნქციურ სივრცეებში გაგვიზიარებენ. პროექტის მიზანი პროდუქტ-აზროვნების ჩამოყალიბებისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებაა.
პირველი პროექტის ფარგლებში ტექნოპარკში საკუთარ გამოცდილებას დამსწრე აუდიტორიას GIFFER - ის თანადამფუძნებელი რომა გუჯაბიძე და პროდუქტ დიზაინერი გური სიჭინავა გაუზიარებენ.

















