logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბიზნესდაჯილდოება 2018-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
ბიზნესდაჯილდოება 2018-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
11:57 15.12.2018
თიბისი ბანკის ბიზნესდაჯილდოება 2018-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე, დამოუკიდებელმა ჟიურიმ 18 ფინალისტიდან 6 გამარჯვებული ბიზნესი შემდეგ ნომინაციებში გამოავლინა:

წლის ბიზნესი

„გროს ენერჯი გრუპი“ - კომპანიის ძირითადი საქმიანობა საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურებაა, რაც ითვალისწინებს ნებისმიერი პროექტის დამუშავებას კონცეპტუალური ეტაპიდან ექსპლუატაციაში მიღებამდე. მომსახურება ითვალისწინებს როგორც ტექნიკურ, ასევე იურიდიულ მხარეს.

წლის ქართული პროდუქტი

„გეფერინი“ - კომპანია, რომელმაც 2014 წელს, საქართველოში ჩანთების მასიური წარმოება დაიწყო, რასაც ეტაპობრივად საფულეების, ქამრების, აქსესუარებისა და ფეხსაცმელების წარმოებაც დაემატა. დღეს „გეფერინი“-სპროდუქცია მსოფლიოს 9 ქვეყანაში გადის.

წლის სტარტაპი

„თიერსი“ ეკოლოგიისათვის სასარგებლო, საბურავების გადამამუშავებელი კომპანიაა, რომლის მიზანია მწყობრიდან გამოსული უვარგისი საბურავი გადაამუშაოს და მისგან ისეთი სასარგებლო პროდუქტი მიიღოს, როგორიცაა: კაუჩუკის გრანული და ფოლადის ბოჭკო.

წლის ტურისტული ბიზნესი

„Ecotour Georgia“ტურისტული კომპანიაა, რომლის საქმიანობაც შემომყვანი ტურიზმია. კომპანიის მიმართულება ფრინველებზე და ზოგადად ველურ ბუნებაზე დაკვირვების ტურიზმია(Birdwatching, wildlife watching tours).

წლის ქალი მეწარმე


„სანტა“ - ალპურ ზონაში არსებული ყველის საწარმო სხვადასხვა სახეობის ყველს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, საკუთარი ნედლეულით, მაღალი სტანდარტების დაცვით ამზადებს.

ბიზნესი დადებითი გავლენისთვის

„ჯეო მულჩი“ - მულჩირება ნიადაგის მოშიშვლებული, დამუშავებული ზედაპირის ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი ტყე–მასალისგან დამზადებული მულჩით გადაფარვაა. „ჯეომულჩი“ ამიერკავკასიის მასშტაბით ერთადერთი მულჩის მწარმოებელი კომპანიაა. პროდუქტს დადებითი გავლენა აქვს როგორც ადამიანების ჯანმრთელობაზე და ეკოლოგიურ გარემოზე, ასევე ქალაქის გარეგნულ ერსახეზე.

წელს პირველად, ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულებისათვის სამი კატეგორიის ჯილდო იყო დაწესებული. გამარჯვებული კომპანიები საკუთარი ბიზნესსაჭიროებიდან გამომდინარე თავად აირჩევენ სამიდან ერთ-ერთს: ციფრულ სტრატეგიასა და ახალ ვებ-გვერდს, ბრენდ სტრატეგიასა და საიმიჯო კამპანიას, ან პროგრამულ უზრუნველყოფას.
ბიზნესდაჯილდოება2018-ის მიმდინარეობისას პროექტის მთავარი პარტნიორი ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის - EFSEიყო, დანარჩენი პარტნიორები კი: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი -EBRD, Impact HubTbilisiდა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

ბიზნესსფეროში ყველაზე მასშტაბური დაჯილდოება უკვე მესამე წელია ტარდება და საქართველოში ბიზნესის მხარდაჭერასა და ბიზნესსოციუმის განვითარებას ემსახურება, ასევე ბიზნესის კეთებას უწევს პოპულარიზაციას. ბიზნესდაჯილდოება 2018-ის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს 344-მა ბიზნესმა მიიღო მონაწილეობა. პლატფორმამ 3 წლის მანძილზე ჯამში 1600-მდე წევრი გააერთიანა, რომლებმაც საკუთარი წარმატების ისტორია მთელს საქართველოს გაუზიარეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა