logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიკრო საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგება მარტივდება
მიკრო საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგება მარტივდება
11:02 14.12.2018
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, მეოთხე კატეგორიის (მიკრო) საწარმოების ფინანსური ანგარიშგების სტანდარტისა და თვითსწავლების მასალების დასკვნითი პრეზენტაცია გაიმართა. ასევე, შედგა დისკუსია თემაზე „გამარტივებული სტანდარტის მოსალოდნელი სარგებელი საწარმოების შემდგომი განვითარებისთვის“.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოადგილემ, ალექსანდრა ქოულიმ მიმართეს.

IV კატეგორიის (მიკრო) საწარმოებისთვის ფინანსური ანგარიშგების გამარტივებული სტანდარტი მიმდინარე წლის ივნისში დამტკიცდა და ეტაობრივად დაინერგება. იგი ხელს შეუწყობს: კორპორაციული მართვის და სააღრიცხვო დისციპლინის გაუმჯობესებას, უფრო რთულ ანგარიშგების სტანდარტზე გადასვლის გამარტივებას, ადმინისტრაციული ტვირთის/ხარჯების შემცირებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, უფრო სრულყოფილი და ზუსტი ფინანსური ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ინვესტორებისთვის, საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოებისთვის, ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისთვის.

ღონისძიება ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისა და გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდის ორგანიზებით (UK Good Governance Fund/GGF) გაიმართა.

პრეზენტაციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ადგილობრივი კომერციული ბანკების, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, პროფესიული ორგანიზაციები, ასოციაციები, სავაჭრო პალატები და ბენეფიციარები, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა