logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ქობულიამ „ნოვას“ ახალი საწარმო გახსნა
გიორგი ქობულიამ „ნოვას“ ახალი საწარმო გახსნა
18:08 13.12.2018
„სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ასეთი კარგი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ და ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია წინ დავძრათ “, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ სამშენებლო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია „ნოვას“ ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველოში უნდა შეიქმნას რაც შეიძლება მეტი კონკურენტუნარიანი საწარმო არა მარტო ადგილობრივი, არამედ საექსპორტო ბაზრებისთვისაც.

„კომპანია, რომლის ახალი საწარმოც დღეს გავხსენით, ინდუსტრიალიზაციის ერთ-ერთი მაგალითია. ამ პროექტში 12 მლნ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო, სამშენებლო მასალებს აწარმოებს და ლოგისტიკური ცენტრი აქვს. ეს, ასევე, კარგი მაგალითია იმის, რომ ასეთი საწარმო საქართველოში შეიძლება კონკურენტუნარიანი იყოს არამარტო ადგილობრივ ბაზარზე, არამედ ექსპორტზეც. კომპანია „ნოვამ“ იმპორტის უმეტესი ნაწილი ჩაანაცვლა და ასევე, მეზობელ ქვეყნებში პროდუქციის გატანა შეძლო. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი ასეთი, კონკურენტუნარიანი საწარმოები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საფინანსო, სახელმწიფო და კერძო სექტორების ასეთი კარგი თანამშრომლობა, რომ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ და წინ დავძრათ ამ ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

„ნოვას“ ახალი საწარმო და სასაწყობე ინფრასტრუქტურა თბილისში, 24 000 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. ევროსტანდარტების შესაბამისი საწარმოო ხაზების, სასაწყობე მეურნეობის გამართვას და საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობას 12 მილიონი ლარის ინვესტიცია მოხმარდა. პროექტის ფარგლებში „ნოვამ“ მეტალოკრამიტის და პროფნასტილის სასახურავე მასალის, სასახურავე მასალის აქსესუარების, მეტალოკრამიტის არმირების პროფილების საწარმოო ხაზები გააფართოვა. პროექტი EBRD-ის და „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, „ნოვა“ 100-მდე დასახელებისწყლის პოლიეთილენის ავზს, 100-მდე დასახელების თუნუქის ნაწარმს - სასახურავე მასალას და აქსესუარებს, თაბაშირ-მუყაოს პროფილებს, აქსესუარებს და მეტალოპლასტმასის არმირების პროფილებს აწარმოებს. კომპანიის საკუთრებაშია ქალაქ თბილისში არსებული საგამოფენო დარბაზი და სასახურავე მასალების ქარხანა, ასევე საგამოფენო დარბაზი, სასახურავე მასალების ქარხანა და ავზების საწარმო ქალაქ ბათუმში და აქტიურად მიმდინარეობს 10 000 კვ.მ ფართობზე განთავსებული სასაწყობე-საწარმოო მეურნეობის მოწყობა ადლიის ფილიალში.

აღსანიშნავია, რომ „ნოვას“ აჭარაში მდებარე ფილიალი 2017 წელს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით გაიხსნა - პროგრამას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, EBRD-ის მიმდინარე პროექტის ფარგლებში „ნოვაში“ შრომის ჰიგიენის და უსაფრთხოების სტანდარტი OHSAS 18001:2007 ინერგება.

„ნოვას“ ახალ საწარმოსა და სასაწყობე მეურნეობაში 60-მდე, ხოლო მთლიანად თბილისისა და ბათუმის ქარხნებში 320 ადამიანია დასაქმებული.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა