logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: მიმდინარე ხარჯები უნდა დაფინანსდეს მიმდინარე შემოსავლებიდან
ივანე მაჭავარიანი: მიმდინარე ხარჯები უნდა დაფინანსდეს მიმდინარე შემოსავლებიდან
10:02 13.12.2018
„ჩვენ დავიცავთ მთავარ პრინციპს - მიმდინარე ხარჯები უნდა დაფინანსდეს მიმდინარე შემოსავლებიდან და არ შეიძლება დონორების მიერ, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსები, გადავიტანოთ მიმდინარე ხარჯებში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ოპოზიციის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

„ბატონმა სერგომ თქვა, რომ თითქოს 14 მილიონით შემცირდა განათლების ბიუჯეტი, სინამდვილეში, ბიუჯეტი გაიზარდა 30 მილიონი ლარით. როგორც აღვნიშნე, სკოლების რეაბილიტაციის კომპონენტი ნაწილობრივ გადავიდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში და მას კიდევ დავუმატეთ 30 მლნ, ანუ ჯამურად 120 მლნ იყო გათვალისწინებული სკოლების რეაბილიტაციაზე მეორე მოსმენის დროს და ახლა 150 მილიონი ლარია,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

ოპოზიციის დასმულ კითხვაზე რატომ არ მოხდა აუთვისებელი თანხების ასახვა ხელფასებისა და პენსიების ზრდაში, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ მიმდინარე ხარჯები ფინანსდება მიმდინარე შემოსავლებიდან.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რატომ არ შეიძლება ეს თანხები გადმოვიტანოთ და გავზარდოთ ხელფასები ან პენსიები - აქ არის ერთადერთი პასუხი და ვინც ეკონომიკაში ცოტა მაინც ერკვევა დამეთანხმება - ჩვენ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ძირითადად, უცხოური ვალებით ფინანსდება, დანაზოგები გვექნება თუ აუთვისებლობა, არ უნდა გადმოვიტანოთ მიმდინარე ხარჯებში. მიმდინარე ხარჯები უნდა დაფინანსდეს მიმდინარე შემოსავლებიდან ეს არის ის წესი, რომელიც მგონი საერთოდ განხილვას არ უნდა ექვემდებარებოდეს“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, ამ პრინციპს აღიარებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია.

„ჩვენ როდესაც თავს ვიწონებთ სავალუტო ფონდის პროგრამით. ყველაზე მთავარი კომპონენტი ეს არის, რომ მიმდინარე ხარჯებს ვაკონტროლებთ და მიმდინარე ხარჯებს ვაფინანსებთ მიმდინარე შემოსავლებიდან. ეს იქნება უპასუხისმგებლო და მოკლევადიან ეფექტის მქონე. ერთჯერადი ეფექტით არ შეიძლება მუდმივი, განმეორებადი ხარჯების დაფინანსება - ეს არის ორჯერ ორი ოთხი, არანაირი კავშირი ამას არ აქვს აუთვისებლობასთან ან იმასთან, რომ არ გვინდა ხელფასების გაზრდა“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა