logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ივანე მაჭავარიანი: სესხით დაფინანსებულ პენსიებს დიდი დღე რომ არ უწერიათ ხომ იცით
ივანე მაჭავარიანი: სესხით დაფინანსებულ პენსიებს დიდი დღე რომ არ უწერიათ ხომ იცით
09:39 13.12.2018
ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ოპოზიციის მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების აუთვისებლობის მიზეზებზე ისაუბრა.

„თუ არის სესხი და პროექტი დაგვიანდა, არაფერი არ ხდება, ასე ვთქვათ, კატასტროფული. ეს სესხი არსებობს, საკრედიტო ხაზი არის და მომავალ წელს, როგორც კი დაიწყება პროექტი, მას შესაბამისი დაფინანსება ექნება. წარმოიდგინეთ, რომ აშენებთ სახლს და ბანკიდან იღებთ სესხს. თუ იმ ტემპით არ წახვედით და ჩამორჩენა გაქვთ ერთი თვე, ეს საკრედიტო ხაზი არ იკარგება, სესხს აიღებთ იმ თვეში, როცა განაგრძობთ მშენებლობას. ხომ არ იქცევით ისე, რომ სახლის მშენებლობისთვის გამოყოფილ სესხს, ვთქვათ, რესტორანში ხარჯავთ? ზუსტად იგივე მოდელია, როცა ვსაუბრობთ 269 მლნ ლარის აუთვისებლობაზე. ეს თანხა გამოყოფილია კონკრეტული პროექტების მშენებლობისთვის. პროცესი დაგვიანდა, ჩაიშალა ტენდერი, იქნება თებერვალში და ის სესხი მოხმარება სწორედ ამ პროექტს. ამიტომ არ შეიძლება სესხით მიმდინარე ხარჯების დაფინანსება. სესხით დაფინანსებულ პენსიებს დიდი დღე რომ არ უწერია ხომ იცით?“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მთავრობა ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილ თანხებს პრიორიტეტული პროექტების მიხედვით გადაანაწილებს.

„ჩვენ გვაქვს ნუსხა, რომ თუ ეს პროექტი დაგვიანდა რა არის შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ასევე, მნიშვნელოვანია და რესურსს მივმართავთ იქით და ესეც სწორი პრაქტიკაა. ეს პრინციპი იქნება დაცული და ეს არის ერთადერთი სწორი პრინციპი - კაპიტალური დანახარჯებისთვის გამოყოფილი ფული არ უნდა დაიხარჯოს მიმდინარე დანახარჯებში. აღსანიშნავია, რომ არც ერთი მიმდინარე ვალდებულება ჩვენ შეუსრულებელი არ დაგვრჩენია, პირიქით, შეძლებისდაგვარად, ყველა მიმართულებით გავზარდეთ დაფინანსება,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა