მომავალი, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ივანე
მაჭავარიანმა იმ რესურსებზე ისაუბრა, რომელიც მომავალ წელს გაიმართება ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით.
მისი განცხადებით, აღნიშნული მიზნისთვის, მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტში 1.8 მლრდ ლარზე მეტია გამოყოფილი. როგორც მან აღნიშნა, საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება, (ინფრასტრუქტურის ჩათვლით) 2018 წელთან შედარებით მომავალ წელს 180,0 მლნ ლარზე მეტითაა გაზრდილი. მისი თქმით, განათლების პროგრამების დაფინანსება მომავალ წელს 1 194 მლნ ლარამდე იზრდება.

















