logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გოჩა ენუქიძე: ევროკავშირის პროექტი გვაძლევს დამატებით რესურსებსა და სარგებელს გაუმჯობესდეს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა“
გოჩა ენუქიძე: ევროკავშირის პროექტი გვაძლევს დამატებით რესურსებსა და სარგებელს გაუმჯობესდეს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა“
14:43 12.12.2018
„ორგანული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა ორმაგ ფინანსურ სარგებელს და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობას გაუმჯობესებს“ -ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნება -ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარემ გოჩა ენუქიძემ საქართველოში ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი პროექტის დაწყებას მდგრადი მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის დასაფინანსებლად 6.8 მლნ ევროს გამოყოფას.

მისი განმარტერბით, თანხა ზემო სვანეთის, რაჭა - ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და იმერეთის რეგიონის განვითარებას ხელს შეუწყობს. ” 4 წლიანი პროექტი 2019 წელში დაიწყება და ერთობლივად დაფინანსებულია ევროკომისიის(3 მილიონი ევრო), შვედეთის (2.8 მილიონი ევრო) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ(1 მილიონი ევრო). პროექტის შემუშავდა 49 მილიონი ევროს ღირებულების ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებას ისახავს მიზნად”.
ფრაქციის თავმჯდომარე, ონისა და ამბროლაურის მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძეს მიაჩნია, რომ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის სახელმწიფოების ერთობლივი პროგრამა მთის რეგიონებს განვითარებისთვის დამატებით სტიმულს მისცემს, რათა არსებული დადებითი ტენდენციები სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით გაორმაგდეს.

„ჩვენს მაღალმთიან რეგიონებს გააჩნიათ დიდი პოტენციალი აწარმოონ ეკოლოგიურად სუფთა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე. ორგანული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებასთან ერთად ჩვენს რეგიონებს აქვთ კარგი შესაძლებლობა მთის ტურიზმის განვითარების მიმართულებით, რაც ადგილობრივ ორგანულ პროდუქციას უხსნის სარეალიზაციო ბაზარს უცხოეთში. ეს კი გვაძლევს ორმაგ ფინანსურ სარგებელს და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებას, რაც არის პასუხი მიგრაციის“- აცხადებს ენუქიძე.

სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტი სხვადასხვა ღონისძიებების განხორცილებას. მათ შორის, ადგილობრივი მიმწოდებლებისთვის ტურისტული სერვისების მიწოდების ეროვნული ხარისხის სტანდარტებისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. შემუშავებული სტანდარტების საფუძველზე სასტუმროებისა და სამთო/სამოგზაურო გიდების სერტიფიცირებას. პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება გამოცდილების გაზიარება ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე, სამთო/სამოგზაურო გიდების და სასტუმროების მესაკუთრეების შესაძლებლობების განვითარება, სასწავლო მიზნებისთვის საჩვენებელი სამთო სასტუმროს შექმნა.

ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების ფარგლებში პროექტი საქართველოს ორგანული სოფლის მეურნეობის კანონმდებლობის ჰარმონიზებას ევროკავშირის ორგანულ სოფლის მეურნეობის კანონმდებლობასთან, შიდა კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას, სერტიფიცირების სააგენტოების და აგრო-საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებლების შესაძლებლობების განვითარებას, ორგანული სოფლის მეურნეობით დაკავებული ან დაინტერესებული ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებას, ასევე, საკონსულტაციო მომსახურების განვითარების ხელშეწყობას და ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორში მწარმოებლებს, მიმწოდებლებსა და გამყიდველებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას გულისხმობს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა