logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესწავლა მომზადება-გადამზადების მიმართულებით სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება
ეკატერინე მიქაბაძე: შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესწავლა მომზადება-გადამზადების მიმართულებით სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება
13:44 11.12.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო პრეზენტაციაში „შრომის ბაზრის საჭიროებათა კვლევა ტურიზმის ინდუსტრიაში,“ რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესაბამისად მომზადდა. პრეზენტაციას ტურიზმის სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მისასალმებელ სიტყვაში ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა, რომ ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი სექტორია საქართველოში, შესაბამისად, აღნიშნული სექტორის კვლევა არის მნიშვნელოვანი შემდგომი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად. მისი თქმით, კვლევა მოიცავს ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების ხელმძღვანელთა შეფასებებს დასაქმებულთა პროფესიულ უნარებთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია დღეს არსებული დასაქმების სტრუქტურის ზუსტი სურათის დასანახად.

„დამსაქმებლების მხრიდან შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესწავლა დაგვეხმარება, რათა სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ პროფესიული კადრების მომზადება-გადამზადების მიმართულებით და სრულად ვუპასუხოთ შრომის ბაზრის გამოწვევებს,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, კვლევის მიზანს წარმოადგენს ტურიზმის ინდუსტრიაში ადამიანისეული კაპიტალის უნარებზე დამსაქმებელთა მოთხოვნის გამოვლენა, რომლის გათვალისწინება ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის შეუსაბამობის შემცირებას.

კვლევის შედეგად სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად შესწავლილ იქნა ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმების სტრუქტურა ძირითადი მახასიათებლების, კერძოდ: ქვე-სექტორების, პროფესიული ჯგუფების, საწარმოთა ზომის, განათლების მიღწეული დონისა და სქესის მიხედვით; დამსაქმებელთა მიერ დასაქმებულთა უნარებისა და შესაძლებლობების შეფასება; დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთა სწავლებასა და გადამზადებაზე გაწეული საქმიანობა; საწარმოებში არსებული და გამოცხადებული ვაკანსიები პროფესიული ჯგუფების მიხედვით; დამსაქმებელთა ძირითადი პრობლემები სამუშაოს მაძიებლების დასაქმების კუთხით; პროფესიული განათლების მქონე ადამიანების დასაქმების მაჩვენებელი, დამსაქმებელთა დამოკიდებულება პროფესიული სწავლების მიმართ და მათი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის ფორმები და ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმების ტენდენციები და გამომწვევი მიზეზები.

კვლევის დროს გამოიკითხა 1000 საწარმოს წარმომადგენელი თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში. აღინიშნა, რომ 2018 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულთა რაოდენობამ 71,574 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6,5 პროცენტით მეტია. აქედან, ყველაზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა თბილისში, შემდეგ აჭარასა და იმერეთში.

კვლევის თანახმად, ყველაზე მეტი ადამიანი დაასაქმეს მცირე საწარმოებმა - ამ მაჩვენებელმა 60 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება დასაქმებულთა განაწილებას, ყველაზე მეტი ადამიანი დასაქმებულია კვების ობიექტებში (37 პროცენტი), შემდეგ მოდის ტრანსპორტი (32 პროცენტი) და განთავსება (26 პროცენტი).
კვლევაში დეტალურადაა განხილული ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაციის საკითხი. ამ მიმართულებას ყველაზე მეტი გამოხმაურება მოყვა დამსწრე საზოგადოების მხრიდან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა