logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლაშა მიქავამ მსოფლიო ბანკის გლობალური კვლევასთან დაკავშირებულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო
ლაშა მიქავამ მსოფლიო ბანკის გლობალური კვლევასთან დაკავშირებულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო
10:05 11.12.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავა მსოფლიო ბანკის პრეზენტაციას „კრიტიკული კავშირები: ეკონომიკური ზრდისა და სტაბილურობის ხელშეწყობა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“ დაესწრო და აღნიშნულ მოხსენებასთან დაკავშირებულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ანგარიში ქართულ საზოგადოებას მსოფლიო ბანკის წამყვანმა ეკონომისტმა რეგიონში და მთავარმა ავტორმა, დევიდ გულდმა წარუდგინა. ანგარიშში ყურადღება იქნა გამახვილებული კავშირების განსხვავებული სახეობების ზემოქმედებაზე ეკონომიკურ ზრდის პროცესზე. ამასთან აღინიშნა, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურული ინდიკატორები უფრო ძლიერია, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, მაგრამ უფრო სუსტია, ვიდრე ევროკავშირის სახელმწიფოებში.

დევიდ გულდის განცხადებით, გაზრდილი საერთაშორისო ინტეგრაცია ხელს უწყობს ტექნოლოგიების და იდეების გადაცემას ქვეყნებს, ფირმებსა და ადამიანებს შორის, რაც აუცილებელია გრძელვადიანი ზრდის გასაძლიერებლად და საერთო კეთილდღეობის ასამაღლებლად, სოციალური ქსელების მსგავსად კი, საუკეთესო კავშირების მქონე ქვეყნებთან კონტაქტს გაცილებით მეტი ცოდნა და უკეთესი ტექნოლოგიები მოაქვს, ვიდრე იზოლირებულ პარტნიორებთან კავშირებს.

პრეზენტაციის შემდეგ, გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავამ. მისი თქმით, კვლევამ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია კონტაქტები და სწორი კავშირები ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ რეიტინგებზე, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის გაუმჯობესების მიმართულებით. ლაშა მიქავამ მაგალითად მოიყვანა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ბოლო რეიტინგი, რომლითაც საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-6-ეა ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით.

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველოს მთავრობა თავისი რეგულაციებით ამ მიმართულებით სწორ ნაბიჯებს დგამს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ და ერთ-ერთ ასეთ ნაბიჯად საქართველოში ინტერნეტისა და ტელეკომუნიკაციების განვითარება დაასახელა.

მისი თქმით, რაც მეტი შინამეურნეობა იქნება ჩართული ინტერნეტში, მით მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა მისი მეშვეობით დაუკავშირდეს სამყაროს, მიიღოს განათლება, აწარმოოს ბიზნესი და არსებული ინფორმაცია და ტექნოლოგიები საკუთარი და ქვეყნის განვითარებისთვის გამოიყენოს.

ლაშა მიქავას განცხადებით, ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესის მიუხედავად, მალე საზოგადოებას წარედგინება ფართოზოლოვანი ინტერნეტის სტრატეგიის ეროვნული დოკუმენტი, რომლებიც აღნიშნულ ასპექტს კიდევ უფრო განავითარებს არსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის ანგარიში კავშირებს აფასებს ახალი ინდიკატორის - “მრავალგანზომილებიანი კავშირების (MDC) ინდექსის” შექმნით, რომელიც რამდენიმე არხს აერთიანებს, მათ შორისაა: ვაჭრობა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, მიგრაცია, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ICT), და სატრანსპორტო კავშირები. ანგარიშის თანახმად, ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის საუკეთესო კავშირების მქონე ქვე-რეგიონია დასავლეთი ევროპა, რომელსაც მოჰყვება ცენტრალური, ჩრდილოეთი და სამხრეთი ევროპა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ცენტრალური აზია და სამხრეთ კავკასია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა