logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სტრატეგიისა და გეგმის პრეზეტაცია გაიმართა
პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სტრატეგიისა და გეგმის პრეზეტაცია გაიმართა
19:02 07.12.2018
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში კომიტეტის 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.



ღონისძიება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გახსნა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი მოიცავს ყველა იმ მიმართულებას, რაშიც ჩართულია კომიტეტი და რაზეც მისი პასუხისმგებლობა ვრცელდება.



საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიზანია, განსაზღვროს კომიტეტის სტრატეგიული მიზნები, ამოცანები და ღონისძიებები 2018-2020 წლებში ქვეყნის საბიუჯეტო პროცესის, კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების წარმატებით განხორციელებისათვის, საზოგადოებასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად.



ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. მან აღნიშნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის როლი და მნიშვნელობა პარლამენტის და, ზოგადად, ქვეყნის ცხოვრებაში და კომიტეტს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. გამოსვლის დასასრულს, გიორგი ვოლსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს როგორც ამ კონკრეტულ საქმეში დახმარებისათვის, ასევე ჩვენი ქვეყნის მუდმივად მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.



შეკრებილთ ასევე მიმართა USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ადამ შმიდტმა. მისი განცხადებით, ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება, როდესაც პარლამენტს განსაკუთრებული როლი დაეკისრება და მისი ფუნქციაც უფრო მნიშვნელოვან როლს შეიძენს.



მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ხელმძღვანელობა ამ მიმართულებით, რეალობის შესაბამისად, სწორ ნაბიჯებს დგამს და შესაბამისად, კომიტეტის სტრატეგია და გეგმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარლამენტის შემდგომი ეფექტური ფუნქციონირებისათვის.



ადამ შმიდტმა იმედი გამოთქვა, რომ კომიტეტი თავის როლსა და ზედამხედველობის მექანიზმებს საუკეთესო ფუნქციას მოუძებნის, ითანამშრომლებს სახელმწიფო აუდიტთან და სწორად გამოიყენებს მის რესურსებს, ითანამშრომლებს ასევე სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან. „იმედია, რომ კომიტეტის სტრატეგია და გეგმა იქნება სამაგალითო და სახელმძღვანელო მათთვის, ვისაც კომიტეტის საქმიანობაში სურს ჩართვა და ის ყველასთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება“, - განაცხადა USAID-ის წარმომადგენელმა. ადამ შმიდტის თქმით, USAID წლებია მხარს უჭერს პარლამენტს კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებაში სხვადასხვა პროგრამების და, მათ შორის, GGI-ის ფარგლებში. თვითუზრუნველყოფის გზაზე მყოფი ქვეყნისთვის ძლიერი სამთავრობო ინსტიტუციები გადამწყვეტია და USAID მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს მთავრობის და, განსაკუთრებით კი, პარლამენტისადმი მხარდაჭერას მათი გაძლიერების მიზნით.



დასასრულ, ირაკლი კოვზანაძემ მადლობა გადაუხადა ყველა ორგანიზაციასა და კერძო პირს, ვინც მონაწილეობა მიიღო დოკუმენტის შექმნაში და განაცხადა, რომ იგი კომიტეტისთვის უმნიშვნელოვანეს სახელმძღვანელო დოკუმენტად იქცევა.



დოკუმენტი მომზადებულია ამერიკის შეერთებული შტატების სააგენტოს (USAID) „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში“ პროექტის ფარგლებში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა