logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურება 7-8-ჯერ შეუმცირდებათ
მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურება 7-8-ჯერ შეუმცირდებათ
18:07 07.12.2018
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ახალი რეგულაციები მიიღო, რომელიც მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს ინტერნეტის საბითუმო მომსახურებას 7-8-ჯერ შეუმცირებს. კომისიის მირ მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და ის საბოლოო ჯამში მომხმარებლებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის უკეთესი ხარისხის ინტერნეტს უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

ახალი რეგულაციების მიხედვით, მცირე და საშუალო ზომის ოპერატორებს საშუალება ექნებათ მომხმარებელს ზუსტად ისეთი მომსახურება მიაწოდონ, როგორსაც დღეს მათ დიდი ინტერნეტ ოპერატორები აწვდიან, რაც ბაზარზე მაღალი კონკურენციის შექმნის წინაპირობაა და ხელს შეუწყობს, როგორც არსებული მცირე და საშუალო ოპერატორების განვითარებას, ისე ახალი ოპერატორების გაჩენას.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღსანიშნავია, რომ დიდ ოპერატორებს, რომლებსაც ძვირადღირებული ოპტიკური ქსელი აქვთ, უჩნდებათ ვალდებულება საკუთარ ინფრასტრუქტურაზე მცირე და საშუალო ოპერატორებს მისცენ დაშვება, რის შედეგადაც პატარა ოპერატორები შეძლებენ თბილისში ნაყიდი გლობალური ინტერნეტი რეგიონში გაყიდონ.

კომისიის მიერ მიღებული რეგულაციები უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ოპერატორებისთვის, რომლებიც უკვე ოპერირებენ რეგიონებში, საბითუმო ხარჯის შემცირებას, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას მომხმარებლებს უფრო ხელმისაწვდომი და უკეთესი პირობები შესთავაზონ. ხოლო მეორე მხრივ, ამავე ოპერატორებს ეძლევათ შესაძლებლობა შევიდნენ ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, სადაც დღეს მხოლოდ ერთი დიდი ოპერატორია. ყოველივე ეს ჩვენს მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას არჩევანი რამდენიმე მომწოდებელს შორის, მისთვის უკეთესი პირობების გათვალისწინებით გააკეთოს.
ამასთან, დიდი ოპერატორების ინფრასტრუქტურაზე დაშვება უზრუნველყოფილი იქნება დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებით. ეს ვალდებულებაც სწორედ ბაზარზე მონოპოლიების არარსებობასა და კონკურენციის ზრდას შეუწყობს ხელს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ხარჯზე ორიენტირებული ტარიფები „Pricewaterhouse Coopers Advisory, s. r. o.“-ის სლოვაკეთის ოფისთან ერთად დაადგინა. შესაბამისად, კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი საბითუმო ბაზარზე ყველა ოპერატორისთვის ერთნაირი იქნება, რაც ბაზარზე კონკურენციის გაზრდის უდიდესი შესაძლებლობაა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა