logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ეკატერინე მიქაბაძე: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით გადადგმულმა ნაბიჯებმა ხელშესახები შედეგები უკვე მოიტანა
ეკატერინე მიქაბაძე: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით გადადგმულმა ნაბიჯებმა ხელშესახები შედეგები უკვე მოიტანა
14:56 04.12.2018
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ „საქსტატის“ მიერ მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ბიზნეს სექტორის სტატისტიკური მაჩვენებლების შესახებ კომენტარი გააკეთა. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.3%-ით გაიზარდა და 21.8 მლრდ. ლარი შეადგინა. მათგან მსხვილი საწარმოების ბრუნვა გაიზარდა 26.0 პროცენტით, ხოლო მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 11.2 პროცენტით გაიზარდა.

ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს უჭირავს, შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიური ტენდენციები 2018 წლის III კვარტალშიც ნარჩუნდება და ბიზნეს სექტორის ბრუნვის, გამოშვების და დასაქმების ზრდა ფიქსირდება.

„საქსტატის“ თანახმად, ბიზნეს სექტორის მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილით გამოირჩევიან ვაჭრობის (ზრდა 6.3%), სასტუმროსა და რესტორნების (ზრდა 9%), ტრანსპორტირების და დასაწყობების (ზრდა 4.6%) და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების (ზრდა 13.9%) სექტორები.

საქმიანობის სახეების მიხედვით ბრუნვა გაზრდილია თითქმის ყველა სექტორში. ბიზნეს სექტორის ბრუნვის ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი ხელოვნების, გართობის და დასვენების (ზრდა 136.6%.) და ვაჭრობის (ზრდა 12%) სექტორებმა შეიტანეს. ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში შეინიშნება გამოშვების ზრდაც. გამოშვების ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი ტრანსპორტირებისა და დასაწყობების (ზრდა 11.7%), ხელოვნება, გართობა და დასვენების (ზრდა 41.9%) და ვაჭრობის (ზრდა 5.6%) სექტორებმა შეიტანეს.

აღნიშნულ პერიოდში ბიზნეს სექტორის გამოშვება 10.7 მლრდ. ლარს გაუტოლდა, რაც 5.6%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვება კი 9.8 პროცენტით გაიზარდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში გამოშვების ზრდა გამოწვეულია აღნიშნულ მომსახურებაზე გაზრდილი მოთხოვნით, ახალი საწარმოების ამოქმედებითა და გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მატებით. მისი თქმით, ასევე გასათვალისწინებელია, რომ ვაჭრობის სექტორში გამოშვების ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მსხვილი საწარმოების ქსელის გაფართოება და ახალი საწარმოების ამოქმედება განიხილება.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის მიმართულებით, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ბიზნეს სექტორის განვითარებასა და დასაქმების ზრდას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების და ინოვაციების წახალისების მიმართულებით.

„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით გადადგმულმა ნაბიჯებმა უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები, რაზეც მცირე და საშუალო ბიზნესის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები მიანიშნებს. შესაბამისად, აღნიშნული სექტორის კონკურენტუნარიანობა იზრდება,“ - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა