logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: მცირე და საშუალო ბიზნესი კიდევ უფრო გაფართოვდება
კახა კალაძე: მცირე და საშუალო ბიზნესი კიდევ უფრო გაფართოვდება
12:51 03.12.2018
თბილისის ეკონომიკის განვითარებისთვის ერთი წლის განმავლობაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით განხორციელდა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია „თბილისური ბაზარი“, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს და „რადიო ქალაქის“ პროექტი, რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში იგეგმება.

„საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა „თბილისური ბაზარი“, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქეებს შეუძლიათ, საკუთარი ნამუშევრები გამოიტანონ და გაყიდონ. ასევე, თბილისის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია „რადიო ქალაქის“ პროექტი, რომელიც მუხიანის დასახლებაში განხორციელდება. გლდანის, მუხიანისა და თემქის მოსახლეობას ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ექნება, სადაც ყველაფერი განთავსდება - კაფეები, რესტორნები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი. ყველა თაობის ადამიანს ექნება შესაძლებლობა, მივიდეს და დაისვენოს. პროექტს ბიზნესთან ერთად განვახორციელებთ. საინვესტიციო თანხა 50 მილიონ ლარს შეადგენს და 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება“, განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გატარდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა. კერძოდ, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ამოქმედდა ბიზნეს აქსელერატორი, რომლითაც ბევრ სხვა მომსახურებასთან ერთად, მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ მცირდება.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ღამის ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. კერძოდ, ამოქმედდა „ღამის ავტობუსი“, ჩატარდა ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი, რომლის ფარგლებშიც, ფესტივალი neWon გაიმართა.

„ჩვენთვის სიახლეა ღამის ეკონომიკის განვითარება და ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. ვცდილობთ, რომ ეს სფერო გავაძლიეროთ, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხელი შევუწყოთ. ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „ვარკეთილამდე“, „ღამის ავტობუსი“ მოძრაობს, რომელიც მგზავრებს გასართობ და კულტურულ ცენტრებთან აკავშირებს. ასევე, თბილისში პირველად ჩატარდა ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი და ფესტივალი neWon, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გვყავდა უცხოელი სტუმრები, სხვადასხვა ქალაქების ღამის ეკონომიკის მერები. მათ შორის, ამსტერდამის მერი. გაიმართა დისკუსია, თუ რა უნდა განხორციელდეს და როგორი უნდა იყოს ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის მხრიდან, როგორი უნდა იყოს სხვადასხვა უწყებების ჩართულობა. ჩვენ შევძლებთ დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას - მცირე და საშუალო ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა, კიდევ უფრო გაფართოვდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა