logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს
დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს
12:21 03.12.2018
თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი მილიარდ ლარს გადააჭარბებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, დედაქალაქის ბიუჯეტი 921 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, თუმცა სპეციალური ტრანსფერების შემდეგ, კიდევ უფრო გაიზრდება.

„დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს იმ თანადგომისთვის, რომელიც დედაქალაქის მიმართულებით არსებობს. 2019 წლის ბიუჯეტი 921 მილიონი ლარი იქნება, თუმცა სპეციალური ტრანსფერების შემდეგ, მილიარდ ლარს გადააჭარბებს. აქედან 35%, ანუ 327 მლნ ლარი ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით დაიხარჯება, ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინებულია 455 მლნ ლარი, ეკოლოგიისთვის - 88 მლნ ლარი, გამწვანებაზე კი 26 მლნ ლარი დაიხარჯება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში, დედაქალაქში მართვის პოლიტიკის მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი და რეფორმა განხორციელდა.

„სწორი მენეჯმენტის გარეშე, შეუძლებელია ვისაუბროთ წარმატებაზე და ის პროექტები განვახორციელოთ, რომლებიც ჩვენი დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როდესაც მერიაში მოვედით, პირველ რიგში, ინსტიტუციური რეფორმების გატარება დავიწყეთ, რის შედეგადაც, ურბანული განვითარების სამსახური შეიქმნა, რომელიც ქალაქის გრძელვადიანი და სწორად განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განისაზღვრა სატრანსპორტო და გარემოს დაცვის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სამსახურები, შეიქმნა „ეკოსერვის ჯგუფი“ - ე.წ. თბილისის მებაღე. ესენი არიან ის ადამიანები, ვინც გამწვანებაზე, სკვერების, პარკების მოვლა-პატრონობაზე ზრუნავენ. ასევე, მნიშვნელოვანია მუნიციპალური ინსპექციის არსებობა, რომლის თანამშრომლებიც ქალაქში წესრიგს იცავენ, მშენებლობებს აკვირდებიან, და აქტიურ მონიტორინგს ახორციელებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, მნიშვნელოვანია ის სამართლებრივი რეფორმები, რომლებიც თბილისში განხორციელდა და ამისთვის მან განსაკუთრებული მადლობა საქართველოს პარლამენტს, დეპუტატებსა და დედაქალაქის საკრებულოს გადაუხადა.

„სამართლებრივი რეფორმების შედეგად, მივიღეთ ტაქსების რეფორმა, გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა დავასრულეთ. თბილისისთვის მნიშვნელოვანია, არსებობდეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომლის დოკუმენტიც დედაქალაქის მთავრობამ საკრებულოს გაუგზავნა და პირველი იანვრისთვის დამტკიცდება. ასევე, სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები გავამკაცრეთ, მტვრის წარმოქმნის პრევენციის ნორმები შევიმუშავეთ, მოხდა სატრანსპორტო შეფასებისა და დენდროლოგიური პროექტების ინტეგრირება მშენებლობის პროცესში. გვახსოვს არაერთი შემთხვევა, რომ მშენებლობების გამო, ხეები იჭრებოდა, სკვერები ნადგურდებოდა და მწვანე სივრცეები არ არსებობდა, რაც ყველაზე მეტად აკლია ჩვენ ქალაქს. სამართლებრივი მიმართულებით, ასევე, ცხოველთა სასტიკ მოპყრობაზე სანქციების გამკაცრება მოხდა. ეს კანონპროექტიც პარლამენტშია გადაგზავნილი და უახლოეს მომავალში მიღებული იქნება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე განცხადებით, სამართლებრივი მიმართულებით, მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა ელექტროძრავიანი მიკრო და დიდი ავტობუსების იმპორტისა და რეალიზაციის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ, შეიქმნა სპეციალური პლატფორმა „შენი იდეა ქალაქის მერს“ და ორი პროექტი უკვე განხორციელდა. ასევე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსების რეფორმა გატარდა, რომლის ფარგლებში, 1 256 პროექტი დაფინანსდა. ამისთვის 14 066 645 ლარზე მეტი დაიხარჯა. დამტკიცდა 50-ზე მეტი სახეობის ხე-მცენარეთა ნუსხა, რომლებიც დედაქალაქში, სხვადასხვა ლოკაციებზე დაირგვება.

თბილისის მერის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ მიმდინარეობს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელები ესწრებიან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა