logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისში ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმი და ფესტივალი Newon იმართება
თბილისში ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმი და ფესტივალი Newon იმართება
11:35 30.11.2018
თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ორგანიზებით, 30 ნოემბერს და პირველ დეკემბერს, „თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმი“ ჩატარდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ფორუმის დაწყებამდე პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერიის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე და თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია ესწრებოდნენ.

როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ღამის ეკონომიკის პირველი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, დედაქალაქს ღამის მერები და ურბანული განვითარების, კულტურის მენეჯმენტის შესაბამისი ექსპერტები სტუმრობენ. ღონისძიებას ცხრა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან.

„ღონისძიების მიმართ ძალიან დიდი ინტერესია. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს - ღამის ეკონომიკის მერებს და მენეჯერებს. რამდენიმე თვეა სტრატეგიულ დოკუმენტზე ვმუშაობთ და პროცესში მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ უკვე გავლილი აქვთ ყველა ის ეტაპი, რომელსაც დღეს ჩვენ გავდივართ. ღამის ეკონომიკა ყველაზე ხელშესახები უნდა იყოს თბილისის მცხოვრებლებისთვის. უკვე დავნიშნეთ „ღამის ავტობუსი“, რომლითაც დედაქალაქში დასაქმებული მოქალაქეები სარგებლობენ. თბილისს ღამის ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეების ხელშეწყობა, ასევე, კრეატიული ინდუსტრიის ჩართულობა საკლუბო ცხოვრების განვითარების პროცესში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, თითოეული უბნის შინაარსობრივი კომპონენტიც გამოვიკვლიოთ, რისთვისაც მასშტაბური შიდა კვლევის ჩატარება იგეგმება“, - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

მისივე თქმით, ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, ასევე, პირველად ტარდება ფესტივალი - Newon, რომელიც ქართველი არისტებისა და მათი ნამუშევრების წარმოჩენაზე იქნება ორიენტირებული. ფესტივალის ლოკაცია ახლადაღდგენილი ინდუსტრიული არტ ჰაბი ELEKTROWERK-ია.

„ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტს გააზრებული სტრატეგიული ნაბიჯები სჭირდება. გარკვეული საკითხები უკვე გვაქვს შემუშავებული და გვინდა, რომ ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად განვიხილოთ, თუ როგორ უნდა განვითარდეს თბილისის ღამის ეკონომიკა, რათა დისკუსიების, საუბრების, შეხვედრების შემდეგ, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. ფორუმი და ფესტივალი ორი დღის განმავლობაში ჩატარდება, რომლის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. ჩვენთვის ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პროცესში საზოგადოების მაღალი ჩართულობა იყოს“, - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.

„თბილისის ღამის ეკონომიკის საერთაშორისო ფორუმის“ მიზანი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით, ქალაქის დაგეგმარებისა და სწორი მენეჯმენტის საკითხებზე ფართო დიალოგის შექმნა და სტრატეგიის შემუშავება, ადგილობრივი კულტურის პოპულარიზაცია, სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანების ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ჩართვა, უსაფრთხო გარემოს შექმნა და თბილისის განსხვავებული კუთხით წარდგენა, ასევე, ქალაქში აქამდე უცნობი ადგილების გამოცოცხლებისთვის და გააქტიურებისთვის სხვადასხვა გზების მოძიებაა.

ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერები სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან და ექსპერტებთან ერთად, სტუმრებს თავიანთ სფეროში მიღებულ გამოცდილებას გაუზიარებენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა