logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საგამოძიებო სამსახურში ლიეტუვას დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
საგამოძიებო სამსახურში ლიეტუვას დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
10:57 30.11.2018
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, სოსო რამიშვილი ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის დირექტორს, ანტონი მიკულსკისს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდამცავი უწყებების საქმიანობის პრიორიტეტები, ასევე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკაში დანერგილი მიდგომები განიხილეს. საუბარი შეეხო სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, როგორც სოსო რამიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, საგამოძიებო სამსახურისთვის მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილების გაზიარება საფინანსო-ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების დანერგვის თვალსაზრისით.

„საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს. შესაბამისად, ჩვენი უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილების და თანამედროვე მიდგომების გაცნობა-გაზიარება და საუკეთესო პრაქტიკის საქმიანობაში დანერგვაა. მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა გავიზიაროთ ლიეტუვას რესპუბლიკის კოლეგა უწყების გამოცდილება, გავაცნოთ მათ ჩვენი საქმიანობა და სამომავლოდ, გავაღრმავოთ ურთიერთანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით“, - აღნიშნა საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, სოსო რამიშვილმა.

ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის დირექტორის, ანტონი მიკულსკისის განცხადებით, საქართველოს ფინანთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება ინფორმაციის გაცვლის, საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულთან ბრძოლის თანამედროვე მიდგომების გაზიარების, ეფექტიანი გამოძიების და უკეთესი შედეგების მიღწევის კუთხით.

ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის წევრებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურის დანიშნულების რაზმის საწვრთნელი ბაზა და საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს რეგიონული ოფისი დაათვალიერეს. დელეგაციის წევრები ასევე დეტალურად გაეცნენ გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის საქმიანობას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა